
„და ყველა, ვინც მიატოვა სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს“. – მათეს 19:29
ჩვენი მსახურების დასაწყისში მე და დეივმა მრავალი მძიმე განსაცდელი გამოვიარეთ. მე რამოდენიმე ჩემი შეხედულების გადაფასება დამჭირდა. ჩვენ ჩვენს ურთიერთობაზე და ქორწინებაზე ვმუშაობდით და ასევე ფულის მართვას ვსწავლობდით. ექვსი წლის მანძილმე წინდებს და თეთრეულს მეორად მაღაზიებში ვყიდულობდი. ჩვენ არაფერი გაგვაჩნდა – მე კი ამ დროს ვქადაგებდი სიუხვეზე, რომელიც ღმერთისაგან მოდის! იმ დროს, მიუღებელი იყო ღმერთის სიტყვის მქადაგებელი ქალები. ჩვენ მეგობრები დავკარდეთ, ჩვენი ოჯახის რამოდენიმე წევრმა კი ჩვენთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტა.
იმდენად გვიჭირდა, რომ ზოგჯერ ყველაფრის მიტოვების სურვილი მიჩნდებოდა. ახლა კი მიხარია, რომ ღმერთის ერთგული დავრჩი და გულმოდგინედ გავაგრძელე მისი ნების აღსრულება, რადგან დღეისათვის, ჩვენი მსახურების მეშვეობით, ღმერთი მრავალ ადამიანს ეხმარება.
მათეს სახარების 19:29-ში ნათქვამია, რომ ღმერთის ნების აღსასრულებლად ჩვენ მოგვიწევს მივატოვოთ ის, რასაც „მნიშვნელოვნად“ ვთვლით. დასაწყისში ჩვენს ოჯახს არ ჰქონდა ყველაფერი ის, რაც გვსურდა, მაგრამ საბოლოოდ, ღმერთმა სანაცვლოდ დიდებული რაღაცეები გვიბოძა.
ყველა სირთულის მიუხედავად გულმოდგინედ მიჰყევით ღმერთს. თუ ის ყველა ვითარებაში თქვენი ყურადღების ცენტრში დარჩება, თქვენ გამარჯვების სიხარულს იგემებთ.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, ზოგჯერ როგორც ქრისტიან ადამიანს, გულმოდგინეობის შენარჩუნება მიჭირს, მაგრამ მესმის რამდენად მნიშვნელოვანია ის. მადლობას გიხდი ძალისათვის, რომელსაც შენ მაძლევ, რათა წინ სვლა გავაგრძელო. მე მხოლოდ შენ გამოგყვები, რადგან შენ ყველაფერზე და ყველაზე მთავარი ხარ.