„ამგვარად ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი, რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი (უნდა) მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და მიწისქვეშეთესამ“. – ფილიპელთა 2:9-10
მრავალმა ადამიანმა, ქრისტიანების ჩათვლით, არ იცის იესოს სახელის დიდებული ძალაუფლების შესახებ.
ოდესმე თუ დაფიქრებულხარ, რამდენად მნიშვნელოვანია სახელი? ადამიანის სახელი წარმოადგენს და ავლენს ადამიანის ხასიათს და ყველასგან განასხვავებს მას. როდესაც ვინმეს სახელით მივმართავთ, ჩვენ ამ ადამიანზე გარკვეულ განცხადებას ვაკეთებთ.
იგივენაირად, როდესაც იესოს სახელს წარმოვთქვამთ, უბრალოდ მის სახელს არ ვაჟღერებთ. ჩვენ ვაცხადებთ სახელს, რომელსაც ძალაუფლება გააჩნია – არ ადამიანური ძალა, არამედ ღმერთის სრულყოფილი და ყოვლისშემძლე ძალა (იხილე კოლასელთა 2:9-10).
როდესაც მის სახელს წარმოვთქვამთ, ჩვენ მის პიროვნებას ავღწერთ. სახელი იესო „მხსნელს“ ნიშნავს და ჩვენ მას ასე, მის მიერ ჩვენთვის ბოძებული ხსნისათვის ვუწოდებთ – ის ჩვენი ცოდვებისაგან, წარუმატებლობებისაგან, შეცდომებისაგან და სხვადასხვა სახის ვითარებებისაგან გვიხსნის, რომლებიც მის ნებას არ შეესაბამება (იხილე მათეს 1:21).
მრავალ ადამიანს სულიერი ძალაუფლება სურს, მაგრამ მათ არ ესმით, რომ მის მისაღებად, რწმენით უნდა მოუხმონ იესოს სახელს. ეს დიდებული სახელი მორწმუნე ადამიანებს ებოძათ. შენ ღმერთის შვილი ხარ, დღეიდან რწმენით წარმოთქვი მისი სახელი.
დაიწყე ლოცვა
მამა ღმერთო, ჩემს ცხოვრებაში არსებულ ყველა მოვლენისას, იესოს სახელს რწმენით განვაცხადებ. მადლობას გიხდი შენი ძის სახელში არსებული ხსნის ძალაუფლებისათვის!