ღმერთს შეუძლია ლაზარეს აღდგენა შენს ცხოვრებაში

„უთხრა მას იესომ: “განა არ გითხარი და შეგპირდი, რომ თუ ირწმუნებ და მომენდობი, ღმერთის დიდებას იხილავ-მეთქი?”. – იოანეს 11:40

გახსოვს, როდესაც იესო მართას და მარიამს ესტუმრა, მათი ძმა ორხი დღის გარდაცვლილი იყო? მართამ იესოს უთხრა: “უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“ (იხილე იოანეს 11:21).

აშკარაა, რომ მართა სასოწარკვეთილებაში იყო. იესომ უთხრა, რომ მისი ძმა აღდგებოდა, რაზეც მართამ უპასუხა: „ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“ (იხილე იოანეს 11:23-24). არა მგონია, მართა მიმხვდარიყო რას ეუბნებოდა იესო, რადგან ის მომავალ შესაძლებლობას ელოდებოდა და არა რეალურ ცვლილებებს.

მრავალი ჩვენგანი მართას გავს, პრობლემებით გადატვირთულები და ვერ იაზრებენ, რომ ღმერთს ყველაფრის შეცვლა შეუძლია. მაგრამ იესომ ლაზარე მკვდრეთით აღადგინა და მას შენს ცხოვრებაშიც შეუძლია „ლაზარეს“ აღდგენა. შესაძლოა ურთიერთობის აღდგენა გჭირდება, ჯანმრთელობის ან ფინანსების გაუმჯობესება, ანდა გარკვეული სირთულის დაძლევა, რათა მისი ნების აღსრულება შეძლო შენს ცხოვრებაში. რა სახის საჭიროებაც არ უნდა გქონდეს, ღმერთთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია! (იხილე მარკოზის 10:27)

იმედი არ დაკარგო! შეიძლება ახლა გული გაწუხებდეს, მაგრამ ნებისმიერი პრობლემის მიუხედავად, ღმერთს ყველაფრის თავიდან დაწყება შეუძლია. გწამდეს ღმერთის და ნახავ, როგორ გამოავლენს ის თავის დიდებულებას შენს ცხოვრებაში.

დაიწყე ლოცვა

უფალო, ვიცი შენი დიდებულებით, ჩემს ცხოვრებაში არსებულ ყველა ვითარებასთან გამკლავება შეგიძლია. საკუთარ პრობლემებზე ნევრიულობის ნაცვლად, მე შენ მოგენდობი იმის რწმენით, რომ „ლაზარეს“ აღადგენ ჩემს ცხოვრებაში.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon