შეიპყარით თქვენი ფიქრები

„…ვამხობთ ზრახვებს და ყოველ სიმაღლეს, რომელიც აღმართულია ღვთის ცოდნის წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად“. – 2 კორინთელთა 10:5 (NIV)

როდესაც ჩვენი გონების განახლებას დავიწყებთ, დრო და დრო შესაძლოა წარუმატებლობებსაც შევხვდებით. მაგრამ ღმერთმა იცის, რომ ჩვენ სრულყოფილები არ ვართ და ყოველთვის დაგვეხმარება სწორ გზაზე დაბრუნებაში. სამწუხაროდ, ეშმაკმაც იცის, რომ სრულყოფილებისაგან შორს ვართ და შეეცდება რაც შეიძლება ხშირად შეგვახსენოს ამის შესახებ.

შესაძლოა, რომ ღმერთის მსახურების დროს, სიკეთის კეთებისას, რწმენით ცხოვრებისას, იყოს ხოლმე დღეები, ზოგჯერ კი კვირებიც, როდესაც ყოველგვარი აშკარა მიზეზის გარეშე ჩვენი გონება თავდასხმას განიცდის. სატანა ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ჩვენ საკმარისად კარგები და ღმერთის სიყვარულის ღირსები არ ვართ და დაუსრულებლად აგრძელებს ამის კეთებას. საბედნიეროდ, ღმერთის სიტყვა გვეუბნება როგორ მოვიქცეთ ასეთ ვითარებაში.

კორინთელთა მიმართ წერილის მე-2 თავის 10:5-ში ნათქვამია, რომ ჩვენ ყველა ფიქრი უნდა დავატყვევოთ და ქრისტეს დავუმორჩილოთ. როდესაც ეშმაკი ჩვენს მოტყუებას შეეცდება, ღმერთის სიტყვას მიმართეთ და იპოვეთ მასში ჭეშმარიტება, რომელიც ეშმაკის სიცრუეს გააქარწყლებს.

როდესაც ეჭვების ქვეშ აღმოჩნდებით, სასოწარკვეთლებაში არ ჩავარდეთ. თქვენ მათთან გამკლავება ღმერთის სიტყვის მეშვეობით შეგიძლიათ. ეს ხერხი ყოველთვის მიგიყვანთ გამარჯვებამდე!


დაიწყე ლოცვა

ღმერთო, არ დავუშვებ რომ მტრის მიერ გამოგზავნილმა სიცრუემ და ეჭვებმა, გზიდან გადამახვევინოს. მე შენი სიტყვის მწამს, ამიტომ უსარგებლო ფიქრებს ვატყვევებ და ქრისტეს ვუმორჩლებ!

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon