
„ამაზე ილხინეთ, თუმცა ამჟამად მრავალგვარ განსაცდელში მცირე ხანს უნდა გაწვალდეთ, რათა გამოჩნდეს თქვენი გამოცდილი რწმენა… რომელიც ცეცხლში იცდება, ქების, პატივისა და დიდებისათვის…“. – 1 პეტრეს 1:6-7 (NIV)
ზოგიერთისათვის სიტყვა „წვალება“ შემაშინებელია, მაგრამ სინამდვილეში მასში არაფერია ნეგატიური. ღმერთს ჩვენი სულების დაზიანება არ სურს, მას მხოლოდ ჩვენი გარეგანის, ანუ ხორციელი ბუნების მორჩილებაში მოყვანა სურს, რადგან ის ხელს უშლის ღმერთს შესაბამისი ადგილი დაიკავოს ჩვენს ცხოვრებაში და შინაგანად შეგვცვალოს. ღმერთს ჩვენი ამპარტავნების, მეამბოხე სულის, ეგოიზმის და თავნებობის მოშლა სურს, რათა ჩვენ
სრულებით მივენდოთ მას და როგორც ჩანს ამას განსაცდელების გავლის მეშვეობით ვაღწევთ. აღმოჩნდა რომ, ზოგიერთ ადამიანს უკვირს, როდესაც ცხოვრების გზაზე სირთულეები და გასაჭირი ხვდებათ ხოლმე. განსაცდელი მაშინაც მოდის, როდესაც ღვთის სიტყვას გულმოდგინედ ვსწავლობთ და აღვასრულებთ კიდეც მას. ზოგჯერ განსაცდელი საჭიროა იმისათის, რომ გამოიცადოს და განიწმინდოს ჩვენი რწმენა.
როდესაც ცხოვრებისეულ გზაზე განსაცდელი მოგევლინებათ, მზადყოფნით შეხვდით მას, რადგან განსაცდელს მორჩილებაში მოვყავართ. ღმერთს სურს, რომ რწმენით ვიცხოვროთ და არა ჩვენი ხორციელი ბუნებით. ამის მიღწევა გაცილებით ადვილია როდესაც ღმერთს ჩვენი ცოდვილი და ეგოისტური ჩვევების მოშლის საშუალებას ვაძლევთ, რადგან ისინი უფალს გვაშორებენ.
გინდა ღმერთს მიუახლოვდე? მაშინ მიეცით მას საშუალება მოშალოს ყველაფერი, რაც ხელს გიშლით, რათა თქვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ შეიცვალოს.
დაიწყე ლოცვა
სულოწმინდაო, მე მესმის, რომ ზოგჯერ საჭიროა განსაცდელის გავლა. მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება დისკომფორტი შემიქმნას, გთხოვს მოშალო ჩემში ყველაფერი ის, რაც შენთან ყოფნას მაშორებს.