რამდენად შეესაბამება შენი შინაგანი შენს გარეგანს?

„…ვინაიდან, აჰა, თვითონ თქვენშია [თქვენს გულებშია] და თქვენს შორისაა [თქვენს გარშემოა] ღვთის სასუფეველი“. – ლუკას 17:21

ზოგჯერ ცვლილებებისაკენ მივილტვით, მაგრამ მათ განსახორციელებლად არაფერს ვაკეთებთ.

ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც გამუდმებით უკმაყოფილო ვიყავი ყველაფრით, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა. მინდოდა, რომ ღმერთს ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები და გარემოებები შეეცვალა. მაგრამ ღმერთმა დამანახა, რომ ცვლილება მე მჭირდებოდა, მე შინაგანად უნდა შევცვლილიყავი, რათა ჩემს გარშემო არსებული გარემოება შეცვლილიყო. მათეს სახარების 6:33-ში (გაფართოებული თარგმანი) ნათქვამია: „თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე ეძიეთ, სწორად იცხოვრეთ, და ის მოგცემთ ყველაფერს, რისი საჭიროებაც გაგაჩნიათ“.

რა არის ცათა სასუფეველი? ბიბლიაში ნათქვამია, რომ ცათა სასუფეველი ჩვენშია. თუ თქვენ ქრისტე მიიღეთ, ის თქვენში მკვიდრობს და მას სურს რომ თქვენ ღირსეული სულიერი საყდარი იყოთ. ამიტომ არის ღმერთისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენი შინაგანი მდგომარეობა.

ჩვენ უპირველეს ყოვლისა ღმერთის მეფობა უნდა გვსურდეს და სულიწმინდას უნდა მივცეთ საშუალება შინაგანად შეგვცვალოს. თუ ხელს არ შევუშლით და მივცემთ უფლებას, განუწყვეტლივ იშრომოს ჩვენში, ჩვენი განახლებული შინაგანი ბუნება გარეგნულად შესამჩნევი გახდება და ჩვენს გარშემო სამყაროს შეცვლის.


დაიწყე ლოცვა

სულოწმინდაო, დამეხმარე აღარ ვეცადო გარეგანი ვითარების შეცვლა და ჩემი ყურადღება გავამახვილო იმაზე, როგორ გავამყარო და გავაძლიერო შენი მეფობა ჩემს გულში. გთხოვ, ჩემი შინაგანი მდგომარეობა მოაწესრიგო.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon