
„იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ. რადგან თუ დღემდე შური და დავაა თქვენს შორის, განა ხორციელნი არა ხართ და ადამიანთა ჩვეულებისამებრ არ იქცევით?“ – 1 კორინთელთა 3:3 (NKJV)
არსებობენ ორი სახის ქრისტიანები და შენ უნდა აირჩიო რომელი მათგანი იქნები. ხორციელი ქრისტიანი იქნები, თუ სულიერი?
ხორციელი ქრისტიანი ადამიანთა მაამებელია და უფრო მეტად ადამიანების აზრი ადარდებს და არა უფლის დამოკიდებულება.
ასეთი ადამიანები არიან მოუმწიფებელნი, ემოციებისაგან იმართებიან და შეგრძნებებიდან გამომდინარე საუბრობენ და მოქმედებენ. მათ ხშირად აქვთ უთანხმოებები, არიან უკმაყოფილონი, ადვილად სწყინთ და სიმშვიდის ნაკლებობას განიცდიან.
სულიერი ქრისტიანი არის ადამიანი, რომელიც გულმოდგინედ მიჰყვება სულიწმინდის სურვილებს. ისინი საკუთარ სულებს ყოველდღიურად კვებავენ ღვთის სიტყვით და ღმერთს უშვებენ თავიანთი ცხოვრების ყველა სფეროში, ღმერთთან ურთიერთობა მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მთელი კვირის განმავლობაში და არა მხოლოდ კვირაობით ეკლესიაში ყოფნისას.
თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებია, მოგიწოდებ, რომ სრულიად მიუძღვნა შენი თავი და გაჰყვე იესოს, ჩართე ღმერთი ყველაფერში, რასაც აკეთებ, იარე სიყვარულში ღვთისმოსაობით, თავმდაბლობითა და სიმშვიდით. კეთილად მოეპყარი ადამიანებს, გამოიღე სიკეთის ნაყოფები და ისიამოვნე ღვთის კეთილგანწყობით.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, არ მინდა ვიყო ხორციელი ქრისტიანი, მუდამ ხორციელი ბუნებით მცხოვრები. პირიქით, მინდა სულიწმინდას მივუძღვნა თავი და ვიცხოვრო შენთვის სათნო ცხოვრებით. დღეს, არჩევანს ვაკეთებ, რომ სულიერი ქრისტიანი ვიყო და არა ხორციელი.