
„მიეცით და თქვენც [მრავალი ძღვენი] მოგეცემათ… რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ [იმ საწყაოთი, რომელსაც თავად იყენებთ როდესაც სხვებისათვის გასცემთ], იმავეთი მოგეწყვებათ“. – ლუკას 6:38
ზოგი ადამიანი ფულს და კომერციას ღმერთზე მეტად ენდობა. მაგრამ ბიბლია გვასწავლის, რომ თუ იმედს ფულზე დავამყარებთ, წაგებულები დავრჩებით. აღმოვაჩინე, რომ ფულთან მოქცევა მარტივია – სცადე გადაჭარბებით გასცე (ჭეშმარიტება ის არის, რომ გაცემისას შეუძლებელია ღმერთს გადააჭარბო, ანუ მასზე მეტი გასცე, მაგრამ როდესაც ვცდილობთ, გასაოცარ შედეგს ვღებულობთ).
რაც უფრო მეტად გავცემთ, მით უფრო მეტად ვემსახურებით ღმერთს ჩვენი ფინანსებით და მით უფრო მეტ კურთხევას ვღებულობთ. რაც უფრო მეტს ვაკეთებს სხვებისათვის, მით უფრო ბედნიერად და აღსავსედ ვგრძნობთ საკუთარ თავს.
საზოგადოება გვიბიძგებს, რომ ყველაფრის ინვესტირება ამქვეყნიურ ცხოვრებაში მოვახდინოთ და მთელი დრო მეტი ფულის შოვნას მოვახმაროთ. მაგრამ, თუ ასე ვიზამთ, არასოდეს ვიქონიებთ ჭეშმარიტად მნიშვნელოვან რაღაცეებს, განსაკუთრებით კი სიხარულს და ვერ შევძლებთ ბოლომდე ვისიამოვნოთ ნაშოვნი ფულით, რადგან მას არა ღვთისნიერი გზით გამოვიყენებთ.
შეიძლება, ამ ქვეყნად არსებულ სისტემასთან არ მოდის შესაბამისობაში, მაგრამ ღმერთს არ სურს, რომ შენ ფული „მუთაქაში“ შეინახო. ღმერთი გვეუბნება, რომ ფულის გაცემით ჩვენ ის გვიმრავლდება. მოგიხმობ, რომ დღეიდან გულუხვი გამცემი გახდე. მენდე, შეუძლებელია ღმერთზე მეტი გასცე.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, ვიცი რომ შენი გეგმა ჩემი ფინანსებისათვის ამ ქვეყნიური გეგმის მსგავსი არ არის. ვიცი, თუ შენს მიერ მითითებული გზით გავცემ, შენ ჩემზე იზრუნებ. ჩემი ფული შენია და ისე გამოვიყენებ, როგორც შენ თვლი საჭიროდ.