ავადმყოფობა მხოლოდ ფიზიკური არაა!

„უფლის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა გლახაკთა (ჩაგრულთა, მიტოვებულთა, საცოდავთა) სახარებლად, წარმომგზავნა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად…“. – ესაია 61:1

ბიბლია გვასწავლის, რომ იესო მოვიდა ჩვენი ჭრილობების განსაკურნებლად, რათა გაამრთელოს და განკურნოს ჩვენი დამსხვეული გულები, მოგვცეს მშვენიერება ფერფლის ნაცვლად და სიხარულის ზეთი გლოვის მაგივრად (იხილე ესაია 61:1-3).

ბევრი ქრისტიანი კითხულობს ამ მონაკვეთს და  იცის, რომ ღმერთს სურს ჩვენი განკურნება  ფიზიკური და სულიერი ტკივილებისგან, მაგრამ აქ გაცილებით მეტი იგულისხმება. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ემოციებიც ჩვენივე ნაწილია და ისიც შეიძლება  დაავადდეს, ისევე როგორც ჩვენი ნებისმიერი ორგანო.

დღეს სამყარო სავსეა ადამიანებით, რომლებიც ემოციურ ტკივილებს განიცდიან. ხშირად ამის მიზეზი არის ძალადობა, უარყოფა, მიტოვება, იმედგაცრუება, განსჯა, კრიტიკა და სხვა ნეგატიური ქცევები ადამიანების მხრიდან. ემოციური ტკივილი შეიძლება უფრო მეტად დამანგრეველი იყოს, ვიდრე ფიზიკური, რადგან ადამიანები ფიქრობენ, რომ ის უნდა დამალონ და ისე მოიქცნენ, თითქოს ის არ არსებობს.

თუ შენ ემოციური ჭრილობები გაწუხებს, უნდა იცოდე, რომ იესოს მათგან შენი განკურნება სურს. ნუ დაუშვებ შეცდომას და ნუ იფიქრებ, რომ ის მხოლოდ ფიზიკური ტკივილების განკურნებითაა დაინტერესებული. მასთან მიიტანე შენი ჭრილობები, იესოს სურს ყველა ჭრილობა განგიკურნოს.

დაიწყე ლოცვა

უფალო, მადლობას გიხდი, რომ ჩემი ცხოვრების ყველა საკითხზე ზრუნავ, ჩემი ემოციების ჩათვლით. ყველა ემოციური ტკივილი და ჭრილობა, რომელიც გამაჩნია, შენთან მომაქვს, რადგან ვიცი, რომ შენ ჩემი მათგან განკურნება და ჩემი აღდგენა შეგიძლია.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon