აკონტროლე შენი ემოციები

„უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გიხსნის [შენ]!“ – სოფონია 3:17

ემოციებთან გამკლავება ჩვენი ცხოვრების რთული ნაწილია. მთელი ცხოვრების მანძილზე, ჩვენ სხვადასხვა სახის ემოციებს და რეაქციებს განვიცდით და არ უნდა უარვყოთ მათი არსებობა, თუმცა არც მათი განცდის გამო არ უნდა ვგრძნობდეთ თავს დამნაშავედ.

მაგრამ, ჩვენ ემოციების მართვის სწავლა გვჭირდება. ამის გაკეთება ბევრად უფრო ადვილია თუ ვიცით, რომ გრძნობების ნდობა არ შეიძლება. შესაძლოა ჩვენი გრძნობები ჩვენი მტრებიც კი იყვნენ. სატანა მათ ჩვენივე წინააღმდეგ იყენებს, რათა ხელი შეგვიშალოს უფლის მადლით ცხოვრებაში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ჩვენში მყოფი უფალი-ღმერთი დიდებული და ყოვლისშემძლეა. მისი ძალა, რომელიც ჩვენშია, ემოცებთან გამკლავებაში და მისი სიტყვის მიხედვით ცხოვრებაში გვეხმარება.

სულიერი სტაბილურობა და ემოციური ზრდასრულობა ბუნებრივად არ მოდის. შენ მთელი გულით უნდა გწყუროდეს ეს და მისი მიღწევისათვის უნდა იყოს თავდადებული. თუ შენ სულიერ სტაბილურობას პრიორიტეტად აქცევ, ღმერთი აუცილებლად დაგეხმარება ემოციების მართვაში.

მოგიწოდებთ, დღესვე მიჰყვეთ ამ მიზანს. ისიმოვნეთ ემოციური სტაბილურობით და სიხარულით აღსავსე, გამარჯვებული ცხოვრებით!

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, ემოციურ სტაბილურობას ვირჩევ და მას მივყვები. არ მინდა, რომ ჩემმა ემოციებმა მაკონტროლონ და მინდა მათი სწორად მართვა ვისწავლო. მადლობას გიხდი, რომ ჩემში მკვიდრობ და შენი დიდებული ძალით მეხმარები.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon