
„ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ“. – ეფესელთა 2:10 (NKJV)
ღმერთს სურს, რომ შენთვის აღთქმულ მიწაზე შეგიძღვეს… შენ ხომ მასში ხარ შექმნილი, ხელახლად შობილი, რათა შენ კარგი ცხოვრება იქონიო, რომელიც ღმერთმა განგისაზღვრა. მაგრამ იმისათვის, რომ ამ ცხოვრებაში ღმერთს მივყვეთ, მას დასჭირდება, რომ მოგამზადოს, რაც გარკვეული ცვლილებების მოხდენას ნიშნავს.
ნუ შეუშინდები სიტყვას „ცვლილება“. ეს ნიშნავს, რომ შენ მოგიწევს შეწყვიტო რაღაცეების კეთება, რასაც აქამდე აკეთებდი და დაიწყო ისეთი რაღაცეების კეთება, რაც აქამდე არ გიკეთებია. მაგალითად შეწყვიტო ნეგატიურად ფიქრი და დაიწყო პოზიტიურად ფიქრი…, შეწყვიტო შენს კომფორტის ზონაში ყოფნა და გაურკვევლობაში გადადგა ნაბიჯი…, შეწყვიტო პროკრასტინაცია და გამოიყენო შენს წინაშე წარმოშობილი შესაძლებლობები.
საკმარისია უბრალოდ წაიკითხო და ისაუბრო აღთქმულ მიწის შესახებ. მიიღე გადაწყვეტილება, რომ დადგა დრო დაიმკვიდრო შენთვის აღთქმული მიწა. ღმერთი კეთილია, ის შეგიძღვება მასში. უბრალოდ, ისურვე გაყვე მას და მიიღო პოზიტიური ცვლილებები, რომელთა მოხდენა ღმერთს სურს შენს ცხოვრებაში, რადგან ის გამზადებს, რომ შენ სხვებისათვის იყო კურთხევა.
დაიწყე ლოცვა
სულოწმინდაო, გთხოვ დამანახე ის ცვლილებები, რომელთა მოხდენა საჭიროა აღთქმული მიწის დასამკვიდრებლად. მადლობას გიხდი, რათა მამზადებ, რომ სხვებისათვის კურთხევა გავხდე და აღვასრულო შენს მიერ ჩემთვის განსაზღვრული შენი ნება.