
„…ბევრი რამ შეუძლია [მოქმედების დინამიური ძალა გააჩნია] მართლის ძლიერ (გულითად, მხურვალედ, განუწყვეტლივ) ლოცვას“. – იაკობის 5:16
ვისწავლე, რომ მარტივი, გულითადი, მხურვალე და რწმენით აღვსილი ლოცვა ღმერთის ყურადღებას იქცევს. სამწუხაროდ, ამას ხშირად უგულველვყოფთ და ჩვენს ლოცვას ვართულებთ, არადა ლოცვა ღმერთთან ურთიერთობა, მასთან საუბარია.
საჭიროა ყურადღებით ყოფნა, რათა ლოცვისას საკუთარი თავის გაკვირვებით არ დავკავდეთ. ზოგჯერ გვგონია, რომ ლოცვისას განსაკუთრებულად უნდა წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი. ჩვენი სიტყვებით, ღმერთზე შთაბეჭდილების მოხდენა გვსურს. მაგრამ ღმერთს უბრალოდ შენთან ლაპარაკი სწადია.
მას სურს, რომ როგორც მეგობარს ისე ველაპარაკოთ, განსხვავებული ხმით მასთან საუბარი საჭირო არა არის. თუ ზოგადად დიდი მჭერმეტყველობით არ გამოვირჩევით, მაშინ არც ლოცვისას არ არის საჭირო განსაკუთრებული სიტყვების გამოყენება.
ჩვენ არც საათების მანძილზე ლოცვა გვჭირდება. რასაკვირველია, კარგია ლოცვისათვის დროის გამოყოფა, მაგრამ ლოცვა იქამდე უნდა გავაგრძელოთ, სანამ სალოცავი საკითხები გვაქვს და გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრებისეულ საკითხებთან გამკლავება მანამ, სანამ კვლავ ლოცვის საჭიროებას არ ვიგრძნობთ.
ერთადერთი დრო, როდესაც ლოცვა საკმარისი არასოდესაა, არის ღმერთის თაყვანისცემის და მისი სიკეთეებისათვის მადლიერების დროს. ჩართე ღმერთი ყველა შენს საკითხში და მიიღე მისი დახმარება. ის იმისათვის არ არის შენთან, რომ შენზე შთაბეჭდილება მიიღოს.., ის შენთანაა იმისათვის, რომ შენთან ერთად იცხოვროს. ნუ ითამაშებ, უბრალოდ ღმერთის სახელს მოუხმე.
დაიწყე ლოცვა
სულიწმინდაო, არ დაუშვა, რომ მე ლოცვა სპეკტაკლად ვაქციო! არ მინდა, რომ გარკვეული სიტყვებით ან გარკვეული ხანგძლივობით შენზე შთაბეჭდილების მოსახდენად ვილოცო. მე უბრალოდ მინდა, რომ შენ ჩემი უახლოესი მეგობარი და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.