გამიზნულად მშვიდი

„მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს [პირად] მშვიდობას გაძლევთ თქვენ…“. – იოანეს 14:27

როდესაც იესომ დედამიწა დატოვა და ზეცად ამაღლდა, თქვა რომ საკუთარ მშვიდობას გვიტოვებდა. ახლა კი გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, ავირჩევთ თუ არა ქრისტეს მიერ ბოძებულ მშვიდობაში ცხოვრებას?

რა თქმა უნდა, ეშმაკი გამუდმებულად ცდილობს, რომ აგაღელვოს. რატომ? იმიტომ რომ იცის, თუ მშვიდობაში არ დარჩები, მაშინ ვერ შეძლებ ღმერთის ხმის მოსმენას.

თუ დააკვირდები შენს ცხოვრებას, გაოცდები იმის ნახვით, კვირაში რამდენ შეტევას ახორციელებს შენზე ეშმაკი, იმ მთავარი მიზეზით, რომ მშვიდობა მოგპაროს. როცა საბოლოოდ ეს აღმოვაჩინე, ღმერთმა მითხრა – ჯოის, თუ ეშმაკი ასე გამალებით ცდილობს მშვიდობა წაგართვას, მაშინ ძალიან ძლიერი და ამაღელვებელი რამ უნდა იყოს მშვიდობაში დარჩენა.

მართალია და სწორედ ამიტომ, ახლა როცა ვხვდები, რომ ეშმაკი ცდილობს მშვიდობა მომპაროს,  სიამოვნებას ვიღებ მასთან წინაამღდეგობის გაწევით, რადგან ვიცი, რომ რაღაც უკეთესს ვიღებ ამის შედეგად. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს რომ არ ვღიზიანდები, მაგრამ დადებითი მხარე აქვს ამ ყველაფერს – შემიძლია გავაკონტროლო საკუთარი თავი და მიზანმიმართულად დავრჩე სიმშვიდეში.

დავრჩეთ სიმშვიდეში მიზანმიმართულად, ეს არის ის, რაც საკუთარი თავისთვის უნდა გავაკეთოთ. აირჩევ ღმერთის მშვიდობას?

დაიწყე ლოცვა

უფალო მადლობა, რომ შენი სიმშვიდით აღმავსებ. როცა ეშმაკი ჩემი სიმშვიდის ხელყოფას ცდილობს, გთხოვ, განმიცხადე მისი გეგმები. არ მივცემ მას ჩემი სიმშვიდის დარღვევის უფლებას და შენს წიაღში დავრჩები სამუდამოდ!

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon