გაჰყევი კიდობანს

„…როდესაც იხილავთ უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმის კიდობანს და ლევიან მღვდლებს, მის მტარებლებს, მაშინ თქვენც აიყარენით თქვენი ადგილიდან და მიჰყევით უკან“. – იესო ნავეს ძე 3:3

დღეისათვის რომელიმე ახალი შესაძლებლობა გაქვს? რა სახის შესაძლებლობაც არ უნდა იყოს, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ „კიდობანს“ გავყვეთ. რას ვგულისხმობ? ზოგჯერ, ჩვენ ძველ, ჩვეულ ცხოვრებას მივყვებით, რადგან ის ჩვენთვის ჩვეულია და ჩვენ გვეშიანია უჩვეულო, ახალ „ტერიტორიაზე“ მოხვედრა. ზოგჯერ, ვგრძნობთ, რომ ჩვენს წინაშე რაღაც ახალია და ჩვენ გვწყურია მისი გამოკვლევა მანამდე, სანამ ღმერთის მიერ განსაზღვრული დრო დადგება ამისათვის.

იესო ნავეს ძეს 3:3-ში აღწერილია როგორ მიყვებოდნენ ისრაელიანები ღმერთის აღთქმის კიდობანს. კიდობანი ღმერთის ცხებულებას წარმოადგენს…, ღმერთის თანდასწრებას…, ღმერთის ნებას. ძალიან მნიშვნელოვანია ვისწავლოთ გავყვეთ ღმერთის ნებას და არა ჩვენ პირად ან სხვა ადამიანების ნებას.

ღმერთს შენთვის და ჩემთვის განსაკუთრებული  გეგემა აქვს განსაზღვრული. ამ გეგმის აღსრულების ერთადერთი გზაა – გავყვეთ ღმერთის „აღთქმის კიდობანს“, ანუ ღმერთის ნებას და არა ჩვენს ხორციელ ბუნებას, ჩვენს ემოციებს ანდა სხვა ადამიანებს.

გახსოვდეს, რა სახის გეგმაც არ უნდა ჰქონდეს ღმერთს დღეს შენთვის, ის აუცილებლად გაჩვენებს გზას ამ გეგმის აღსასრულებლად.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, ისრაელიანების მსგავსად, ვიცი, რომ საჭიროა შენს „კიდობანს“ გავყვე. ჩემს მიერ ახალი შესაძლებლობებისათვის განსაზღვრული დრო კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია ის, რაც შენს მიერ არის განსაზღვრული. შენ მოგყვები და ვიცი, რომ გამოაჩენ გზას შენს მიერ ჩემთვის განსაზღვრული გეგმის აღსასრულებლად.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon