დაე, ღმერთი იყოს შენი დამმოწმებელი

„ცაბაოთ უფალი ჩვენთანაა; ჩვენი სიმაგრეა (ჩვენი მტკიცე ციხე სიმაგრე და სიძლიერე) იაკობის ღმერთი!“ – ფსალმუნი 45:11

არასრულფასოვნების განცდა  ბევრი ადამიანის ცხოვრებას ართმევს სიხარულს და მნიშვნელობანი პრობლემების გამომწვევი მიზეზი ხდება მათთვის. ვიცი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ განცდას ადამიანის ცხოვრებაზე, რადგან თავად მაქვს გამოცდილი.

ისინი, ვისაც არასრულფასოვნების განცდა აქვთ, სხვათა შექებით ცდილობენ დაძლიონ თავიანთი ნეგატიური ემოციები და დაბალი თვითშეფასება. ისინი სხვათა შეფასებაზე დამოკიდებულნი ხდებიან.

როდესაც არასრულფასოვნების განცდა გვტანჯავს, მხოლოდ ერთ რამეს შეუძლია გაგვათავისუფლოს მისგან და ეს არის ღვთიური ჭეშმარიტება. ეს ჭეშმარიტება  მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ გვჭირდება მცდელობა ადამიანებისგან მივიღოთ ის, რაც ღმერთმა უსასყიდლოდ მოგვცა: სიყვარული, აღიარება, უსაფრთხოება, ღირსება და საკუთარი თავის ფასის განცდა. ის არის ჩვენი თავშესაფარი, მაღალი კოშკი, ჩვენი სიძლიერე და ნავსაყუდელი გაჭირვების ჟამს (იხილე ფსალმუნი 9:9; 31:4; 32:7; 37:39; 46:11). ჩვენი ღირსება, ფასი და აღიარება მოდის მისგან და როცა ამას ვფლობთ, ჩვენ გაგვაჩნია სამყაროში ყველაზე ძვირფასი რამ.

თუ თვალებს ამ ჭეშმარიტებას მიაპყრობ, თავისუფლების ახალ საფეხურზე ახვალ და იქნები თავდაჯერებული, ზრდასურული ადამიანი, როგორიც ჩაფიქრებული ხარ რომ იყო.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, შენში ვეძებ მე დაცვას. შენს ჭეშმარიტებაზე ვახდენ ჩემი ყურადღების გამახვილებას – შენ ხარ ჩემი ძლიერება და თავშესაფარი. შენ მიმიღე და შენი სიყვარულით აღმავსე. მხოლოდ შენ ერთადერთში ვარ მე სრულიად დარწმუნებული.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon