დანიელის აღმატებულობის მაგალითს მიბაძე

„მთელ მთავრებსა და სატრაპებში გამოირჩეოდა დანიელი, ვინაიდან აღმატებული სული იყო მასში და მეფე მთელ სამეფოზე ფიქრობდა მის დაყენებას“. – დანიელის 6:3

ბიბლიის მიხედვით დანიელი არის მამაკაცი, რომელსაც „აღმატებული სული“ ჰქონდა. ის თავისი ცხოვრებით განადიდებდა ღმერთს, მიუხედავად იმისა, რა ფასად უჯდებოდა ეს. დანიელს უყვარდა ღმერთი და ღმერთისადმი მსახურებაში შეურყეველი იყო. შედეგად, ღმერთმა მას მეფის კეთილგანწყობა უბოძა, რასაც მისი იმ ქვეყანაში არსებულ სხვა ლიდერთა შორის დაწინაურება მოჰყვა.

მაგრამ მისი მიძღვნა ღმერთისადმი, გამოცდილი იქნა. ლიდერებს არ მოეწონათ, მეფის კეთილგანწყობა დანიელის მიმართ. მათ მეფეზე ზემოქმედება მოახდინეს და ხელი მოაწერინეს დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც, მეფის გარდა, ოცდაათი დღის მანძილზე ყველა ადამიანს ეკრძალებოდა ელოცა ნებისმიერი ღმერთისადმი. ამ დადგენილების დარღვევის სასჯელი ლომების საკანში ჩაგდება იყო.

დანიელი აღნიშნულ დადგენილებას არ დაემორჩილა, მისთვის ღმერთისადმი ერთგულების შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი იყო. მინდა გაგამხნევოთ, რომ თქვენც აღმატებული სულით იცხოვროთ. შენი ცხოვრების ყველა ვითარებაში მტკიცედ იცხოვრე ღმერთისათვის. როცა ასე მოიქცევი, შენს ჭეშმარიტ მოწოდებას აღასრულებ და დანიელის მსგავსად, ყველა საქმეში განადიდებ ღმერთს.


დაიწყე ლოცვა

უფალო, დანიელის მსგავსად, მე საკუთარ თავს აღმატებულ ცხოვრებას ვუძღვნი. დააფუძნე ჩემში „აღმატებულობის სული“, რათა შევძლო ყველა ჩემ საქმეში, მთელი გულით შენ გემსახურო.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon