ეს არ არის გაცემის ის გზა, რომლისკენაც ღმერთი მოგვიწოდებს.

მეორე კორინთელთა 9:7 გვეუბნება, რომ ღმერთს უყვარს (სიამოვნებას იღებს, მეტად აფასებს, არ სურს უარი თქვას ან უარყოს) სიხარულით (მხიარული, სწრაფად გამკეთებელი) გამცემი (ვინც მთელს გულს დებს გაცემაში).

თუ დავფიქრდებით, როდესაც ღმერთს ჩვენს ცხოვრებას ვუძღვნით, ყველაფერი ჩვენი მისი ხდება და აღარ გვეკუთვნის. ჩვენ გამცემნი უნდა ვიყოთ და ვიყენებდეთ ჩვენს რესურსებს ისე, როგორც უფალს სურს.

გაეცი დღეს სიხარულით, ეს აამებს ღმერთს! ისინი ვინც სიხარულით გასცემენ, ბედნიერები, აღვსილნი და ეფექტურები არიან.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, გადაწყვეტილება მივიღე და გულში სურვილი ჩავიდე, რომ დიდსულოვანი და უხვად გამცემი ადამიანი ვიყო. დამანახე, როგორ შემიძლია უხვად გავცე შენთვის და ჩემს
ცხოვრებაში არსებული ადამიანებისათვის.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon