ვარდისფერი სათვალე და გამადიდებელი ლუპა

„ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ შენ ადამიანო, ყოვლის განმკითხველო, რადგან რის გამოც სხვას განიკითხავ, შენს თავს სდებ“. – რომაელთა 2:1 (NIV)

როდესაც ვფიქრობთ და ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, თუ რა არის არასწორი სხვა ადამიანებში, ხშირად ჩვენ მცდარი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ ქცევებზე. იესო გვეუბნება, რომ არ გვქონდეს ყურადრება გამახვილებული სხვების ნაკლოვანებებზე, როცა თავად ჩვენში ბევრი რამ არის არასწორი. (იხილე მათეს 7:3-5)
ბიბლია გასაგებად გვეუბნება, რომ ხშირად ისეთი რამის გამო განვიკითხავთ ადამიანებს, რასაც თავადაც ვაკეთებთ!

ერთხელ ღმერთს ვკითხე, როცა ჩვენ თავად ვაშავებთ რაიმეს, რატომ ვფიქრობთ რომ არა უშავს, მაგრამ როცა სხვა ჩაიდენს იგივეს, მაშინვე განვიკითხავთ და განვსჯით ხოლმე მას. ღმერთმა პასუხი გამცა და მითხრა: „ჯოის, შენ თავს ვარდისფერი სათვალით უყურებ, სხვებს კი გამადიდებელი ლუპით“.

მართალია! ჩვენ საკუთარი ქცევების გასამართლებლად საბაბებს ვპოულობთ, მაგრამ როცა სხვა აკეთებს იმავეს, დაუნდობლები ვხდებით.

მოგიწოდებთ, რომ გაანალიზოთ ეს საკითხი – დაინახეთ სხვა ადამიანებში საუკეთესო მხარეები, ხოლო საკუთარ თავს, გამადიდებელი ლუპით შეხედეთ და ნება მიეცით ღმერთს, ჯერ თქვენში მოაგვაროს პრობლემა. მხოლოდ ამის შემდეგ დაადგებით ბიბლიურ გზას და დაეხმარებით სხვებს ზრდაში.


დაიწყე ლოცვა

სულოწმინდაო, სხვათა ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფის ნაცვლად, მინდა დამეხმარო, რომ ჩემი საკუთარი ცხოვრება გამოვიკვლიო. ვიცი, შენი დახმარებით შემიძლია ჩემს ცხოვრებაში არსებული არასწორი საკითხები გამოვასწორო და ვიპოვო პოზიტიური, ჯანსაღი გზები, რომელთა მეშვეობით სხვებსაც დავეხმარები ზრდაში.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon