თესვა და მკა

„… რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის“. – გალატელთა 6:7

წმინდა წერილი ნათლად გვეუბნება, რომ იმას მოვიმკით, რასაც დავთესავთ. პირდაპირი მნიშვნელობით ეს ეხება მეურნეობასა და მცენარეების დათესვას. თუმცა ადამიანთა უმეტესობამ იცის, რომ ეს ეხება ფულის გაცემასა დ გულუხვობასაც. რამდენად იცოდით, რომ ეს პრინციპი ეხება იმასაც, თუ როგორ ვეპყრობით სხვებს?

ჩვენი დამოკიდებულება და სიტყვები არის „თესლი“, რომელსაც ვთესავთ ყოველდღიურად და სწორედ ეს თესლი განსაზღვრავს რა სახის ნაყოფსა და მოსავალს მივიღებთ ჩვენს გარემოებებსა და ურთიერთობებში. ეშმაკს უყვარს, როცა ეგოისტურად ვფიქრობთ, როცა ერთგულ მეგობრებს ისე ვეპყრობით, თითქოს ისინი უმნიშვნელონი არიან, როცა სალანძღავ სიტყვებს ვხმარობთ ოჯახში ან ნეგატიურად ვფიქრობთ უფროსებზე, ეკლესიის მსახურებზე და ა.შ. ეშმაკს უნდა, რომ ცუდ თესლს ვთესავდეთ ყველა ურთიერთობასა და მდგომარეობაში.

ბევრი ადამიანი იქცევა ასე და შემდეგ აინტერესებთ, თუ რატომ არ მოსწონთ ისინი ადამიანებს, ან რატომ არ ეპყრობიან ისე, როგორც მათ სურთ, პასუხი მარტივია- ისინი იმკიან იმას, რაც დათესეს!

ნება მომეცით გკითხოთ, რას თესავთ დღეს? ღმერთის მადლით, აირჩიეთ რომ დათესოთ სიყვარული, პატიება, სიკეთე და მოთმინება ყველა ურთიერთობასა და სიტუაციაში.
აღმოაჩენთ, რომ როდესაც სხვებს ეპყრობით ისე, როგორც ღმერთს სურს, რომ ეპყრობოდეთ, თქვენ მოიმკით ცხოვრებას, რომელიც სავსეა გამამხნევებელი, ღვთიური ურთიერთობებითა და სასიამოვნო შედეგებით.


დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მინდა სიკეთე ვთესო და სიკეთე მოვიმკა. სხვების მიმართ ეგოისტურად მოქცევის ნაცვლად, დამეხმარე სიკეთე ვთესო და მიყვარდეს ყველა ადამიანი, ვისთანაც მაქვს ურთიერთობა.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon