
„მე, მე ვარ ის, ვინც დანაშაულს ჩამოგბანს ჩემივე გულისთვის და შენს ცოდვებს არ გავიხსენებ“. – ესაია 43:25
ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რომ თქვენ საკუთარ თავთან ურთიერთობა გაქვთ? შეიძლება აქამდე ამ საკითხზე არ გიფიქრიათ, მაგრამ საკუთარ თავთან თქვენ ყველაზე მეტ დროს ატარებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია მასთან ჰარმონიაში იმყოფებოდეთ, ვინაიდან საკუთარ თავს ვერასოდეს გაექცევით.
ჩვენ საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს. არა ეგოისტური, თვითკმაყოფილი სიყვარულით, რომელსაც სიამაყემდე და პირადი კაპრიზებით ცხოვრებამდე მივყავართ, არამედ ჯანსაღი, თვინიერი სიყვარულით, რომელიც ღმერთის ქმნილებას, როგორც მართალს და შესანიშნავს აღიქვამს. სრულყოფილი არავინაა, ყველას ბევრი პრობლემა გვქონდა და მრავალი ტანჯვა გამოვიარეთ. მათ ჩვენზე გარკვეული კვალი დატოვეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარი თავი უნდა დავამციროთ და გავაუფასუროთ.
საკუთარი თავის მიმართ ისეთი სიყვარული უნდა გაგვაჩნდეს, რომელიც ამბობს: „ვიცი, ღმერთს ვუყვარვარ. ამიტომ, მეც მეყვარება საკუთარი თავი, რადგან მას ვუყვარვარ. ყველაფერი არ მომწონს, რასაც ვაკეთებ, მაგრამ საკუთარი თავის მიმართ მიმღებლობას ვიჩენ, რადგან ღმერთმა მიმიღო“. ზრდასრული სიყვარული ასე აზროვნებს: „ვიცი, ღმერთი ყოველ დღე მცვლის და ამ პროცესის დროს მე არ ვუარყოფ იმას, რაც ღმერთმა მიიღო. მე ვღებულობ საკუთარ თავს ისეთად, როგორიც ვარ და ვიცი, რომ დროთა განმავლობაში ნელ-ნელა შევიცვლები“.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, ესაია წინასწარმეტყველის წიგნის 43:25-ში ნათქვამია, რომ შენ ჩემი დანაშაული ჩამომბანე და მიმიღე, რაც ნიშნავს, რომ მე არ უნდა უარვყო საკუთარი თავი. შენი სიყვარულის წყალობით, მე მაქვს შესაძლებლობა საკუთარი თავი ჯანსაღი სიყვარულით შევიყვარო!