„ისინი“ მე და შენ ვართ

„სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი ტახტის საფუძველი, წყალობა და ჭეშმარიტება დგანან შენ წინაშე“. – ფსალმუნი 88:14

ღმერთი მართლმსაჯულია. ეს მისი ხასიათია, ის ასეთია და მას სურს, რომ ჩვენც მართლმსაჯულებას მივსდიოთ.

მართლმსაჯულება, ანუ სამართლიანობა, უსამართლობის გამოსწორებას ცდილობს. ჩვენ ღმერთის მუშაკები ვართ, რათა მან ჩვენი მეშეობით იმოქმედოს და გამოასწოროს ჩვენს გარშემო არსებული უსამართლობა. ყოველ ჯერზე, როდესაც უსამარლობას ვხვდებით, ჩვენი პირველი რეაქცია ლოცვა უნდა იყოს. მეორე ნაბიჯი კი საკუთარი თავისათვის კითხვის დასმა: „მე რისი გაკეთება შემიძლია ამ საკითხის გამოსწორებისათვის?“

ადვილია დაითრგუნო შენს გარშემო არსებული საჭიროებათა სიმრავლისაგან. ზოგჯერ, გარკვეულ საკითხთან მიმართებაში ვამბობთ, რომ ეს სხვისი პრობლემაა და ვნატრულობთ, რომ „მათ“ მოაგვარონ ეს საკითხი!

ოდესმე თუ შეჩერებულხარ და გიკითხარვს: „ვინ არიან „ისინი“?“ ვთვლი, რომ „ისინი“ მე და შენ ვართ! შენ შეიძლება ყველაფრის გამოსწორება არ შეგიძლია, მაგრამ რაღაცის გაკეთება ძალგიცს. ნუ დარჩები უმოქმედო უსამართლობის წინაშე. ღმერთმა პასიურობისათვის და უმოქმედობისათვის არ შეგქმნა. ღმერთს სურს, რომ მას ჰკითხო და სთხოვო დაგანახოს, შენ რისი გაკეთება შეგიძლია ამ ვითარებაში და ამ საკითხთან მიმართებაში. ღმერთმა ენთუზიაზმისათვის, ვნებისათვის და მისწრაფებისათვის შეგქმნა. მან შენში გარკვეული უნარები ჩადო, რათა ისინი თავისი დიდებისათვის და სხვათა დასახმარებლად გამოიყენოს. ასე რომ, დღეიდან მართლმსაჯულებით აღსავსე ცხოვრებით იცხოვრე.

დაიწყე ლოცვა

სულოწმინდაო, არ დაუშვა, რომ მე უბრალოდ ვიჯდე და ვნატრულობდე, რომ „ისინი“ რამეს მოიმოქმედებენ დედამიწაზე არსებული უსამართლობის წინააღმდეგ, როდესაც მე თავად შემიძლია გარკვეული წვლილის შეტანა. აღმავსე სიმტკიცით და დამანახე, ჩემს გარშემო არსებული არასწორი როგორ გამოვასწორო.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon