იყავი ის, ვისაც ღმერთი ეძებს

„…უფლის თვალი დაჰყურებს მთელს ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი…“. – 2 ნეშტთა 16:9

ღმერთი ეძებს ადამიანებს, ვისი გულები ანთებულია იმ საკითხებით, რაზეც ღმერთის გული არის ანთებული. ის ეძებს ადამიანებს, ვინც მთელი გულით მას ეძებს. ღმერთი ეძებს ისეთ ადამიანებს, ვისაც თავისი თანამშრომლები, მეზობლები, ახლობლები და ნათესავები ეყვარება, ვისაც დაკარგული, ღარიბი და გაჭირვებული ადამიანები ეყვარება. ღმერთი ეძებს ადამიანებს, ვინც დაიწყებს იმის კეთებას, რის გაკეთებასაც ბიბლია გვასწავლის.

2 ნეშტთა 16:9 გვაუბნება, რომ „ღმერთის თვალი დაჰყურებს მთელ ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი“.

ხარ შენ ერთ-ერთი ამ ადამიანთაგანი? თუ არ ხარ, მინდა გაგამხნევო და გითხრა: შენ შეგიძლია იყო ის ადამიანი, ვისაც ღმერთი ეძებს.

მნიშვნელობა არ აქვს მრავალი წლის ქრისტიანი ხარ, თუ მხოლოდ ახლახანს იწამე და მიიღე იესო ქრისტე პირად მხსნელად და უფლად, შენ შეგიძლია იყო ის პიროვნება, ვინც მთელი გულით მინდობილია ღმერთზე და სულიწმინდას უსმენს. შენ შეგიძლია იყო ის, ვინც გულნატკენი ადამიანის ცხოვრებაში კეთილ ცვლილებას შეიტანს.

დღესვე აღდექი და იყავი ის ადამიანი, ვისაც ღმერთი ეძებს.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, ყველაზე მეტად მინდა ვიყო ის ადამიანი, ვისაც შენ ეძებ ამ ქვეყანაზე. გთხოვ, მატარე იმ გზაზე, რომელზეც გსურს რომ ვიარო და ჩამომაყალიბე ისეთ ადამიანად, ვისაც სხვები უყვარს, ვინც ღმერთის სიტყვის მორჩილია და ვინც ჭეშმარიტად გიცნობს შენ.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon