მადლი – ღმერთის მიერ, ჩვენთვის უსასყიდლოდ ბოძებული ძალაუფლებაა

„…ღმერთმა თვითეულ თქვენგანს გარკვეული რწმენ მიაგო“. – რომაელთა 12:3 (NASB)

შენი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ხვდები, რომ ცხოვრებაში ძალიან ცოტა დღეა, როდესაც ყველაფერი შენი სურვილისამებრ ხდება. ჩვენდა საბედნიეროდ, ღმერთი არასოდეს მოგვახვედრებს ისეთ ვითარებაში, სადაც მისი სიხარულის გარეშე დავრჩებით.

მწამს, რომ ყველა ვითარებაში ღმერთი თავისი მადლით გვავსებს. მადლს შემდეგი სახით განვსაზღვრავ: „მადლი არის ღმერთის მიერ, ჩვენთვის უსასყიდლოდ ბოძებული ძალა, რომლის მეშვეობითაც ყველაფრის გაკეთება (შესრულება, მიღწევა) შეგვიძლია“. შენ დღესვე შეგიძლია ამ ძალის მიღება. მაგრამ მისი მიღების ერთადერთი გზა – რწმენაა.

რომაელთა მე-12 თავის მე-3 მუხლში ნათქვამია, რომ ღმერთი ყველა ადამიანს მის შესაბამის რწმენას აძლევს.

საკუთარ თავს კითხვა დაუსვი და ჰკითხე: „როგორ ვექცევი ჩემს რწმენას?“ თუ შენი რწმენა საკუთარ თავზე, სხვა ადამიანებზე ან გარემოებებზე არის დამყარებული, მაშინ შენ ღმერთის მადლით კი არ ცხოვრობ, არამედ საკუთარი ძალებით და შესაძლებლობებით. ეს განსაკუთრებულ შედეგს არ მოგიტანს!

როდესაც შენში რწმენას ათავისუფლებ და ენდობი ღმერთს, რომ ის აღასრულებს იმას, რისი გაკეთებაც შენ არ შეგიძლია, შენ რწმენას მასზე ამყარებ. ამ დროს მადლი, ანუ ღმერთის ძალა, რომელიც შენი რწმენის მეშვეობით ამოქმედდება, ისეთ რამეებს მიგაღწევინებს, რაც შენც გაგაოცებს და სხვებსაც.

მინდა გაგიზიარო ჩემს მიერ ჩამოყალიბებული, მადლის უფრო ფართო განმარტება: „მადლი არის ღმერთის ძალა, რომელიც ჩვენთვის უსასყიდლოდაა ბოძებული, ანუ მის მისაღებად ჩვენ არაფრის გაკეთება არ გვიწევს, გარდა ღმერთის რწმენისა, რომელიც შეგვაძლებინებს და გაგვაკეთებინებს იმას, რასაც საკუთარი ძალისხმევით ვერასოდეს გავაკეთებდით ანდა მივაღწევდით“.

შენი რწმენა ღმერთზე დაამყარე. მას სურს, რომ დღესვე აღივსო მისი მადლით.

დაიწყე ლოცვ

ღმერთო ვიცი, რომ ცხოვრება ყოველთვის ისე არ მიდის, მე რომ მინდა, მაგრამ მე შენ გენდობი. რწმენის მეშვეობით, შენს მადლს ვღებულობ – შენს ძალას, რომელიც უსასყიდლოდ მომეცი და რომელიც დღეისათვის ჩემს ცხოვრებაში არსებულ ყველა ვითარების დაძლევაში დამეხმარება.  

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon