მდგრადი ცხოვრება

„ხასხასა [საღ, რბილ] მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება“. – ფსალმუნი 22:2

მდგრადი ცხოვრებით ცხოვრობ? შეიძლება დაგიჭერია შენი თავი, ასე ფიქრისას: „მეტი აღარ შემიძლია ამის კეთება, უბრალოდ  აღარ შემიძლია ასე გაგრძელება“. როცა მსგავს განსხადებებს აკეთებ, შენ სინამდვილეში ამბობ: „ვიცი რომ მაქვს შესაძლებლობების ზღვარი და უკვე მივაღწიე მას, მაგრამ ახლა ვაპირებ იგნორირება გავუკეთო და ვნახო, კიდევ რამდენ ხანს შევძლებ მოთმენას“.

ჩვენი სხეული გაფრთხილებებს გვაძლევს, როდესაც საკუთარ თავს ზედმეტად ვატანთ ძალას. მაგალითად აქ ტკენა, ან იქ ტკივილი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ კარგად ვიქნებით და იქმდე ვუგულებელვყოფთ სიმპტომებს, სანამ ძალიან ავად არ გავხდებით.

ამით არ ვამაყობ, მაგრამ ჩემი მსახურების პირველი ოცი წლის განმავლობაში, უმეტესად ფიზიკურად საშინლად ვგრძნობდი თავს, ექიმებთან გავიქეცი და ყველანაირი აბები და ვიტამინები ვცადე. ექიმები ცდილობდნენ ეთქვათ, რომ ზედმეტ ძალას ვატანდი საკუთარ თავს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი მათ. მოგზაურობებისას, სიტყვით გამოსვლებისას, შეხვედრებისას და ასე შემდეგ – საკუთარ თავს ძლიერ ვქანცავდი.

საბოლოოდ გავაცნობიერე, რომ ჩვენ ვერ ვუგულებელვყოფთ ღმერთის მითითებას ისე, რომ მომავალში უფლის დაუმორჩილებლობით გამოწვეული უარყოფითი შედეგები წინ არ დაგვხვდეს. ამიტომ, გარკვეული ცვლილებები განვიცადე და ახლა თავს ისე კარგად ვგრძნობ, როგორც არასდროს.

თუ არამდგრადი ცხოვრებით ცხოვრობ, შეწყვიტე თავის არიდება ცვლილებების განხორციელებისაგან. ნუ დაელოდები, სანამ რამე არ მოხდება, ნერვული აშლილობა ან გულის პრობლემები, დაიწყე ცვლილებები ახლავე, რათა იცხოვრო ისეთი ცხოვრებით, როგორიც ღმერთს სურს შენთვის.

როდესაც ღმერთის გზით ცხოვრობ, გარანტიას გაძლევ, რომ აღმოაჩენ ღვთიური სიმშვიდის აბსოლუტურად ახალ დონეს შენს ცხოვრებაში.

დაიწყე ლოცვა

უფალო, გთხოვ ჩემი ცხოვრების არამდგრადი საკითხები დამანახე. ყოველ მათგანს შენს ხელში გადმოგცემ. გთხოვს, დღეიდან შენს სიმშვიდეში მამყოფე, რათა ჩემი ცხოვრებით ტკბობა და შენი მსახურება ცხოვრების ბოლომდე შევძლო.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon