
„ჩვენ კი [მხოლოდ] ერთი მამა ღმერთი გვყავს, რომლისგანაც არის ყოველი და ჩვენ მისთვის ვართ [მასში გვაქვს სიცოცხლე], და ერთი უფალი იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყოველი და ჩვენც მის მიერ [ვარსებობთ]“. – 1 კორინთელთა 8:6
საჭიროა, რომ ღმერთთან თავს თავისუფლად ვგრძნობდეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უპატივისცემლად უნდა ვიქცეოდეთ, მაგრამ მისი არ უნდა გვეშინოდეს. მწამს, რომ ყველა მორწმუნე მოწოდებულია, რომ თავის ცხოვრებაში იხაროს ღმერთით. მოწოდებულები ვართ ვისიამოვნოთ მამა ღმერთით, რადგან ის სიცოცხლეა და შეუძლებელია ჭეშმარიტად ვიხაროთ ცხოვრებით, თუ ღმერთით არ ვიხარებთ.
ზოგჯერ, ღმერთში ვერ ვხარობთ, რადგან თავიდან ბოლომდე მისი მსახურებით არ ვართ დაკავებულები, ვცდილობთ აღმოვაჩინოთ ჩვენი უნარები და მსახურებაში გავატაროთ მთელი დრო. მეც ასე დამემართა. ჩემი მსახურების პირველი ხუთი წლის მანძილზე ღმერთს ჩემი მხილება დასჭირდა, რადგან მე ხილბში ჩავვარდი საკუთარი მიღწევებით, რომლებსაც მის მსახურებაში მივაღწიე და უკვე ვეღარ ვხარობდი მასში.
სიფრთხილე გვმართებს, რომ ჩვენმა მიღწევებმა და შრომამ ჩვენში ამპარტავნება არ დაბადოს. ეს არ არის ღმერთის სურვილი ჩვენს მიმართ. როგორც ჩვენი მამა, მას სურს, რომ ვაღიარებდეთ მას და მისით ვხარობდეთ.
დღეს ნება მიბოძეთ გკითხოთ, საკუთარი მიღწევებით ამპარტავანი ხომ არ გახდით? თუ ჭეშმარიტად ხარობთ ღმერთში?
დაიწყე ლოცვა
მამა ღმერთო, მინდა შენით ვისიამოვნო. შენთან ურთიერთობა და შენს თანდასწრებაში ყოფნა დიდებულია. ჩემს სიამაყეს ვუარვყოფ და შენს წინაშე მორჩილებაში მოვდივარ, რათა ჩემი მოწოდება და სიხარული მხოლოდ შენში ვიპოვო.