როგორ განვიცადოთ ღმერთის თანდასწრება ყოველდღიურ ცხოვრებაში

„მიუგო იესომ და უთხრა: “ვისაც ვუყვარვარ, ის დაიცავს ჩემს სიტყვას და მამაჩემიც შეიყვრებს მას, ჩვენც მივალთ და მასში დავიდებთ ბინას“. – იოანეს 14:23 (NIV)

ჩვენი ცხოვრება სხვადასხვა სახის, მრავალი საკითხით არის გადატვირთული. ძალიან მარტივია სასწრაფო ყოველდღიური საკითხებით, საზრუნავით და შფოთვით აღვივსოთ ისე, რომ ყველაზე მთავარი დავივიწყოთ.

ლუკას სახარების მეორე თავის ბოლოს ერთი პატარა ისტორიაა აღწერილი, როდესაც მარიამმა და იოსებმა, თორმეტი წლის იესო იესურალიმში, პასექის დღესასწაულზე წაიყვანეს. დღესასწაულის დასრულებისას ისინი სახლისაკენ დაიძრნენ და ეგონათ, რომ იესოც მათთან ერთად იყო.

რამდენჯერ ყოფილა, როდესაც მეგონა, რომ უფალთან ვიყავი, არადა ამ დროს მის გარეშე, ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული? საინტერესო ისაა, რომ მარიამმა და იოსებმა მხოლოდ ერთი დღის შემდეგ გაიაზრეს, რომ იესო მათთან ერთად არ იყო და მის მოსაძებნად სამი დღე დასჭირდათ. სამი დღე! მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის ფაქტი, რომ ღმერთთან დაშორება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მასში დაბრუნება.

აუცილებელია ყურადღებით ვიყოთ და საკუთარი თავი უფალში მიზანდასახულად შევინარჩუნოთ. ასე მოქცევისას ღმერთს ჩვენს გულებში, ისე როგორც საკუთარ სახლში, ვაგრძნობინებთ თავს.

ყველაფერი ღმერთის სიტყვისადმი მორჩილებით იწყება. სულიერი ზრდის პირველი ნიშანი ღმერთის შეურაწმყოფელ საქციელზე უარის თქმაა. ამით ვავლენთ, რომ ჩვენთვის ღმერთის აზრი მნიშვნელოვანია.

როდესაც ადამიანი ღმერთის მორჩილებაშია, ის სხვების მიმართ გულუხვი და მიმტევებელი ხდება, ადვილად ივიწყებს წყენას და სიმშვიდეში ცხოვრობს. თუ მთელი დღის მანძილზე, ჩვენს მიერ წარმოთქმული სიტყვების მიმართ განსაკუთრებულ სიფრთხილეს ვიჩენთ, ღმერთს განვადიდებთ და სხვა ადამიანებს ვამხნევებთ, ამით ჩვენს ურთიერთობას ვინარჩუნებთ ღმერთთან.

დაიწყე ლოცვ

მამა ღმერთო, მადლობას გიხდი, რომ ჩემს გულში ბინადრობ. უფალო, დღეს შენთან თანაარსებობა მჭირდება. დამეხმარე, რომ ჩემი ფიქრებით და სიტყვებით პატივი მოგაგო და ჩემს გარშემო მყოფი ადამიანებისათვის ბედნიერების მიმნიჭებელი ვიყო.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon