როგორ მოვიქცეთ?

„სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ, რადგან თავის დროზე მოვიმკით თუ არ მოვიქანცებით!“. – გალატელთა 6:9 (NLT)

სამყაროში სადაც ვცხოვრობთ, შეიძლება გვქონდეს ყველანაირი პრობლემა, იმედგაცრუება და სირთულეები. ცხოვრება უბრალოდ ასეთია. ვიცით რა ეს ყველაფერი, რას ვაკეთებთ?

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმტკიცე და თავდაჯერებულობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პასუხი არის არასოდეს დანებება. მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ჩვენს ცხოვრებაში, გამარჯვება არის დანებებაზე უარის თქმაში.

გახსოვდეთ, რომ ჩვენი სირთულეების დროს, სულიწმინდა ჩვენში თავის უდიდეს სამუშას ასრულებს. ის არ არის მართული გარემოებების მიერ და თუ შენ და მე მას მივენდობით, ჩვენც ვერ გვმართავს გარემო ფაქტორები. ის ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ კარგ დროს არ არის, არამედ სირთულეების ჟამსაც ჩვენთანაა.

ის წინ გაგვიძღვება ნებისმიერი მდგომარეობიდან გამოსასვლელად, თუ უბრალოდ განვაგრძობთ სვლას და გავყვებით მას.

ეს ნიშნავს, რომ ვიყოთ ბეჯითნი ლოცვაში, შეუდრეკელნი ჩვენს გადაწყვეტილებებში, ურყევნი რწმენაში და ვიდგეთ მტკიცედ ღვთის სიტყვაზე და მის ჩვენდამი დაპირებებზე.

ძალიან ხშირად, ჩვენ გვაბნევს ის, რომ ყველაფერი თითქოს ნელა მიმდინარეობს, მტერსაც უყვარს ამაზე მითითება. მაგრამ გახსოვდეს, რომ ღმერთი შეიძლება რაღაც დიდებულს აკეთებს შენში. საქმე იმაშია, რომ ეს მხოლოდ შენ და მე არ გვეხება. ღმერთის მოქმედება ჩვენში, არის მომზადება იმისთვის, რაც ღმერთს სურს რომ ჩვენი მეშვეობით გააკეთოს.

ვიცი, ზოგჯერ  ცხოვრება შეიძლება ძალიან რთული იყოს. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ღმერთი დაგვეხმარება, თუ კი ურყევნი დავრჩებით. მოდით, მივდიოთ გალატელთა 6:9-ს და ნუ დავიღლებით იმის კეთებით, რაც კარგია, რადგან სწორ დროს მოვიმკით თუ კი არ დავნებდებით.

ნება მომეცით კიდევ ერთხელ დაგისვათ შეკითხვა: რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? ჩემი პასუხია: მე არასოდეს უნდა დავნებდე! რა არის შენი პასუხი?

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მწამს, რომ ჩემი ცხოვრების ყველა ვითარებაში და სირთულეების ჟამსაც შენ მოქმედებ. დღეს შენში სიმშვიდეს და ყველა ვითარებაში შენს მორჩილებას ვირჩევ.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon