„და მითხრა: “საკმარისია შენთვის [ყველა საფრთხის წინააღმდეგ გაძლიერებს, რათა სიმტკიცით გაუმკლავდე მას] ჩემი მადლი (ჩემი სივარული, სიკეთე, წყალობა და კეთილგანწყობა), ვინაიდან [შენს] უძლურებაში ხდება სრულყოფილი (ნაკლის გარეშე) ჩემი ძალა…” – 2 კორინთელთა 12:9
სუსტი თუ ძლიერი? საკუთარი პიროვნების დასახასიათებლად ერთი სიტყვის არჩევა რომ გიწევდეს, რომელს აირჩევდი? მგონია, რომ უმრავლესობა ჩვენგანი „სუსტს“ აირჩევდა. მაგრამ, იცი თუ არა, რომ ჩვენი სისუსტეების მიუხედავად არ უნდა ვიყოთ დამარცხებულები?
სისუსტის დაძლევის ერთადერთი გზა ღმერთის სიძლიერეზე მინდობაა. ეს რომ შეძლო, საჭიროა, რომ საკუთარ სისუსტეებზე აღარ გაამახვილო ყურადღება. არ შეიძლება ჩაციკლებული იყო ყველაფერზე, რაც არ გამოგდის. შენი მზერა ღმერთის ყოვლისშემძლეობაზე უნდა იყოს ფოკუსირებული. მის ძალაზე გაამახვილე შენი ყურადღება და იმ სიკეთეებზე, რისი გაკეთებაც მას შენთვის სურს.
ამქვეყნიური სისუსტე არ არის შენი მემკვიდრეობა. იესო დედამიწაზე არ მოვლენილა, ჯვარზე არ წამებულა და მესამე დღეს არ აღმდგარა იმისათვის, რომ შენ სუსტი და დამარცხებული იყო. მან ეს ყოველივე იმისათვის იტვირთა, რათა შენ მემკვიდრეობა მიგეღო – ყველა ვითარებასთან გამკლავების მისი ძალა.
იმ ვითარებაში, სადაც იჭედები, ღმერთი მზად არის და სურს საკუთარი ძალა მოგანიჭოს. შემდეგ ჯერზე, როდესაც საკუთარ სისუსტეს დაუპირისპირდები, გახსოვდეს და ხმამაღლა განაცხადე, რომ როდესაც შენ სუსტი ხარ, ღმერთი ძლიერია!
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, ვაცხადებ და ვაღიარებ, რომ მე სუსტი ვარ, მაგრამ შენ ხარ ძლიერი. ამიტომ, ჩემს სისუსტეებზე არ ვინერვიულებ და მათ ჩემი დამარცხების უფლებას არ მივცემ, რადგან ჩემს რწმენას შენ სიძლიერეზე ვამყარებ.