
„რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს?“ – მათეს 6:27
ნერვიულობას საერთოდ არაფერი მოაქვს კარგი ჩვენთვის. დროის ფუჭად ხარჯვაა ნერვიულობა და შფოთვა იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია, რისი შეცვლაც მხოლოდ ღმერთს ძალუცს.
ბიბლია გვეუბნება, რომ ნერვიულობით ვერც ერთი ჩვენთაგანი ერთ წყრთასაც ვერ შემმატებს საკუთარ თავს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც განუწყვეტლივ ვნერვიულობთ, რაც საერთოდ არაფრის მომტანია.
ყოველი დანაღვლიანება ემოციურ ენერგიას გვაცლის, გვფიტავს, ჯანმრთელობას გვიზიანებს, სიხარულს გვპარავს და საერთოდ არანაირი სიკეთეს არ მოაქვს ჩვენთვის. უნდა შევწყვიტოთ ისეთი საკითხების გამოსწორების მცდელობები, რისი გამოსწორებაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია, რადგან ჩვენი ემოციურად დაძაბვისას, ეშმაკი ტაშს უკრავს და ამბობს: „ჰა, ჰა, ჰა! კვლავ მივაყენე ზიანი!“
იოანეს 16:33-ში და 14:27-ში იესო მოგვიწოდებს, რომ მშვიდად ვიყოთ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ვთვლი, რომ როდესაც იესოს დარიგებას ვასრულებთ, ეშმაკს მტკივნეულ საპასუხო დარტყმას ვაყენებთ. ხოლო როდესაც ვიაზრებთ, რომ ყველაფრის მოგვარება და გამოსწორება ღმერთს შეუძლია, ეს სიმშვიდესა და მხნეობას გვანიჭებს!
ამიტომ, ნუ ინერვიულებ. ამის ნაცვლად, დამშვიდდი, გამხნევდი და ეშმაკი თავისი მცდელობებით უკან გააბრუნე!
დაიწყე ლოცვა
უფალო, ჩემი ნერვიულობა არაფრის მომტანია, ამიტომ უკან ვიტოვებ მას. მადლიერი ვარ, რომ შენ შეგიძლია მოაგვარო და გამოასწორო ის, რისი მოგვარება და გამოსწორება მე არ შემიძლია. შენ მამშვიდებ და მამხნევებ!