სიბრძნე გიხმობს

„სიმაღლეთა მწვერვალზე, გზაზე, გზაჯვარედინზე დგას იგი (სიბრძნე) [ღვთისნიერი და გამოცდილი], კარიბჭეთა მახლობლად, ქალაქის წინ, კართა შესასვლელთან შემოსძახებს“. – იგავნი 8:2-3

ცხოვრებისეულ გზაზე ჩვენ მრავალი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. ბევრ პრობლემას შევეჯახებით, თუ მათ ემოციებზე დაყრდნობით, ანუ ჩვენი ფიქრებს და სურვილებს აყოლილები, მივიღებთ.

ღმერთს სურს, რომ ჩვენ გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ. მჯერა, რომ დღეს მიღებული ბრძნული გადაწყვეტილებების შედეგებით, მოგვიანებით ვისიამოვნებთ.

იგავების წიგნში წერია, რომ სიბრძნე გვიხმობს. საჭიროა, ღვთისნიერი სიბრძნით იცხოვრო და გაიაზრო, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები, შენს ხვალინდელ დღეზე მოახდენენ ზეგავლენას. მრავალი ადამიანი ბოლომდე ვერ ტკბება თავისი ცხოვრებით, რადგან მათ უწევთ გაუმკლავდნენ არეულობას, რომელიც სიბრძნის ნაკლებობით არის გამოწვეული.

ნუ მოიქცევი ეგოისტურად იმის იმედით, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება. სიბრძნე არ რისკავს, ის სიკეთით სავსე მომავალს განაპირობებს. სიბრძნე წუთიერ სიამოვნებას არ არის აყოლილი. პირიქით, ის კეთილი მომავლისათვის ღმერთს მიჰყვება.

შენზე რას იტყვი? დღეს სიბრძნით ცხოვრობ? თუ არა, ნება მომეცი გითხრა, რომ სიბრძნე უკვე გიხმობს. ღმერთი მზად არის და სურს თავისი სიბრძნე გიბოძოს. უბრალოდ სთხოვე და მიიღე გადაწყვეტილება, რომ ღვთის მიერ განსაზღვრულ მომავლის აღსაშენებლად იშრომებ.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მინდა ცხოვრებით დავტკბე. აღარ მინდა, სიბრძნის ნაკლებობით გამოწვეული პრობლემების გამუდმებულ მოგვარებაში ვიყო. მადლობას გიხდი შენს მიერ ბოძებული სიბრძნისათვის. ვირჩევ მისით ცხოვრებას, რათა შენს მიერ განსაზღვრული მომავალი დავიმკვიდრო.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon