სიმშვიდის მიღწევის 6 გზა

„და მშვიდობა ღვთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ზრახვებსაც ქრისტე იესოში“. –  ფილიპელთა 4:7 (NKJV)

სიმშვიდე აუცილებელია იმისათვის, რათა ვისიამოვნოთ ცხოვრებით. ვთვლი, რომ ცხოვრებაში სიმშვიდის მისაღწევად, ყოველ დღე პატარ-პატარა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. მინდა გაგიზიაროთ რამოდენიმე გზა, რომელთა მეშეობით თქვენ უფრო მშვიდად შეძლებთ ცხოვრებას.

  1. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე, როგორ ატარებ დროს. თუ ბევრი საქმის ერთად გაკეთებას შეეცდები, შესაძლებელია, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ გააკეთო. სიჩქარე ჩვენ ადამიანურ ბუნებას ახასიათებს, რომელიც იმაზე მეტის გაკეთებისკენ გვიბიძგებს, რაც სულიწმინდამ განგვისაზღვრა. დაემორჩილე სულიწმინდის მმართველობას.
  2. საჭიროების შემთხვევაში, მზად იყავი უარი თქვა. ზოგჯერ უარის თქმა გვერიდება და ჩვენს თავს ვაკისრებთ იმას, რასაც არ უნდა ვაკისრებდეთ. სთხოვე ღმერთს, მოგცეს სიბრძნე, რათა საჭიროებისას უარი თქვა გარკვეულ რაღაცეებზე.
  3. წინ აღუდექი ქაოსს. ღმერთის სიტყვა თვითდისციპლინისაკენ მოგვიწოდებს. არ გადადო, დღესვე გააკეთე ის, რაც შენი გასაკეთებელია, რათა სიმშვიდე იქონიო დასვენების დროს.
  4. დაადგინე ხელის შემშლელი ფაქტორები. თუ იცი, რომ გარკვეულ საკითხებში თვითდისციპლინა გაკლია, დაუწესე საკუთარ თავს გარკვეული წესები. მაგალითად, თუ ტელევიზორთან ბევრ დროს ატარებ, საკუთარ თავს დროის ლიმიტი დაუწესე.
  5. დააწესე გარკვეული საზღვრები. ჩვენი ცხოვრება ხელის შემშლელი ფაქტორებითაა სავსე. მათი მართვა შენს ხელშია, ამისათვის შესაბამისი ჯანსაღი უნარ-ჩვევები უნდა გამოიმუშავო. დროის მართვის უნარი ერთ-ერთი განსაკუთრებული მნიშვნელოვნებისაა.
  6. გაამრავალფეროვნე შენი ცხოვრება. სთხოვე ღმერთს, შენი შეზღუდული მხედველობა გააფართოვოს, რათა დროის მართვისა და სირთულეების გადალახვის კრეატიული გზები მოიფიქრო. მაგალითად, იმ დროს, როდესაც ჭურჭლის დასარეცხად საჭირო დრო არ მაქვს, ერთჯერად თეფშებს ვიყენებ!

ყველაზე მნიშვნელოვანი კი სწორი პრიორიტეტების განსაზღვრაა. ამისათვის პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რათა ღმერთმა ყოველ დღე თავის სრულყოფილ სიმშვიდეში გვამყოფოს.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, გთხოვ შენს სრულყოფილ სიმშვიდეში მამყოფო, სიმშვიდეში, რომელიც ყოველგვარ ადამიანურ გონებას აღემატება. დამანახე ის ყოველდღიური ნაბიჯები, რომელთა მეშვეობით შენს მიერ ჩემთვის განსაზღვრულ სიმშვიდეში შევძლებ ყოფნას.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon