სიყვარული ქმედებაში

„იმით გაიგებს ყველა [ადამიანი], რომ ჩემი მოწაფენი ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთი [თუ ერთმანეთის მიმართ სიყვარულს გამოხატავთ]“. – იოანეს 13:35

როგორც ქრიატიანები, ვალდებულები ვართ სხვებისადმი სიყვარული გამოვხატოთ. როგორც ზემოთ მოყვანილი წმინდა წერილიდან ვკითხულობთ, სხვები იმით მიხვდებიან, რომ ჩვენ ქრისტეს მოწაფენი ვართ, თუ ერთმანეთი გვეყვარება [თუ ერთმანეთის მიმართ სიყვარულს გამოვხატავთ] (იხილე იოანეს 13:35).

მრავალი ადამიანი სიყვარულს მხოლოდ „გრძნობად“ აღიქვამს, მაგრამ სიყვარული ბევრად უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ გრძნობა. ჭეშმარიტი სიყვარული ქმედებით გამოიხატება.

არ არის აუცილებელი, რომ ეს ქმედებები რთული და გადამღლელი იყოს. სხვა ადამიანებისთვის ქრისტეს სიყვარულის ჩვენება ყოველდღიურად მარტივი გზებით ხდება. მაგალითად უცხო ადამიანისათვის მცირე საჩუქრის გაკეთება ანდა სევდიან და დათრგუნულ განწყობაზე მყოფ ადამიანთან გამამხნევებელი საუბარი. ან მარტოხელა დედისათვის, რომელიც შვილების აღზრდისათვის იბრძვის, სასურსათო ნობათის ჩუქება. სიყვარულის გამოხატვა ისეთივე მარტივია, როგორც ქუჩაში, მაღაზიაში ანდა ტრანსპორტში უცხო ადამიანისადმი გაღიმებაა.

ღვთიური სიყვარულის გამოხატვის მრავალი გზა არსებობს. როდესაც სხვა ადამიანის მიმართ ღვთვიურ სიყვარულს გამოხატავ, ეს იმ ადამიანის გულს არბილებს და სანამ შენ გაიაზრებ, ამ ადამიანმა შესაძლოა იგივე სიყვარული სხვა ადამიანისადმი გამოხატოს!

ამიტომ, იხარე ღმერთის სიყვარულში და მიეცი მას საშუალება წინ გაგიძღვეს. შესაძლოა, ამ წუთებში ის კონკრეტულ პიროვნებას გახსენებდეს, ვინც ღვთიური სიყვარულის შეგრძნებას საჭიროებს.

მე მსურს, რომ ჩემი სიყვარული უფლისადმი გამოხატული იყოს ჩემივე სიყვარულში სხვა ადამიანების მიმართ, მათ მიმართაც, ვისი სიყვარული ზოგრჯერ რთულია. თუ ამ სიყვარულის მეშვეობით მე ერთი გაქვავებული გულის დარბილებას შევძლებ, შესაძლოა ამ ადამიანმა სხვა ადამიანის გაყინული გული გაალღვოს, მან კი სხვისი, და ასე გაგრძელდეს. თუ ასე მოხდება, ჩვენ სიყვარულით გამოწვეულ რევოლუციას მივიღებთ!

დაიწყე ლოცვა

ღმერთო მინდა, რომ ჩემი სიყვარული შენდამი სხვა ადამიანების მიმართ სიყვარულის გამოხატვაში ისახებოდეს. დამანახე გზები, როგორ დავანახო სიყვარული ყველა ადამიანს, ვისაც კი ჩემი ცხოვრების გზაზე შევხვდები.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon