
„…სულს, რომელიც მკვიდრობს ჩვენში, შურამდე სურს [რომ სასურველი იყოს]“. – იაკობის 4:5
ღმერთთან უფრო ახლოს გინდა ყოფნა? მას შენთან უფრო მეტი სიახლოვე სურს. ზემოთ მოყვანილი მუხლი გვეუბნება, რომ მის სულს, რომელიც ჩვენში მკვიდრობს, შურამდე სიყვარულით სურს, რომ ის ჩვენთვის სასურველი იყოს. რამდენად ახლო შეგიძლია იყო უფალთან?
ღმერთთან ურთიერთობაში ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია უფრო მეტი სიახლოვე ვიქონიოთ მასთან. რეალობა ის არის, რომ ჩვენ თავად განვსაზღვრავთ, რამდენად ახლო ურთიერთობა გვექნება ღმერთთან. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენში მკვიდრობს, სულიწმინდა მასთან ურთიერთბას არ გვაძალებს. მას სურს, რომ ჩვენ თავად გვწყუროდეს ის და მასთან ურთიერთობის სურვილი გვქონდეს.
ღმერთმა მასთან ურთიერთობისათვის შეგვქმნა და ამისი განსაკუთრებული სურვილი აქვს. მას ჩვენთან საუბარი სწყურია, ჩვენი მოსმენა, ჩვენი დამოძღვრა სურს, რაც იმას მიშნავს, რომ მას უნდა ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყოს. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია! ღმერთთან ურთიერთობისას ჩვენ გარდავიქმნებით. მამასთან საუბრის და ურთიერთობის დადებითი შედეგები უთვალავია.
ჩემო მეგობარო, მოგიწოდებ, რომ შეურყევი იყო და დრო გამოყო მამასთან ურთიერთობისათვის. ის გელოდება. ის გეუბნება: „მოდი ჩემთან…“ ასე რომ წადი და ნახე, რა აქვს მას შენთვის მომზადებული!
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, მაოცებს, რამდენად გსურს ჩემთან ურთიერთობა. მეც მინდა შენთან სიახლოვე. მადლობას გიხდი, რომ გიყვარვარ და რომ შენთან სიახლოვეში მამყოფებ ყოველთვის, როდესაც მე შენსკენ მოვილტვი.