ღმერთზე მინდობა

„…[განუწყვეტლივ] იარეთ და იცხოვრეთ სულიერად [სულიწმნდის მართველობით] და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს“. – გალატელთა 5:16

მჯერა, რომ ყოველთვის, როდესაც იმედგაცრუებას ვგრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ ღმერთზე დაყრდნობა შევწყვიტეთ. შეიძლება, ეს ძალიან თამამ განაცხადად მოგეჩვენოთ, მაგრამ დაფიქრდით: ღმერთმა სულიწმინდა და მისი მადლი გადმოღვარა ჩვენზე, რათა შევძლოთ ყველაფერთან გამკლავება, რაც ცხოვრების გზაზე შეგვხვდება. იმედგაცრუება კი მაშინ მოგვიცავს, როდესაც ვწყვეტთ ღმერთზე დამოკიდებულებას და ვცდილობთ ჩვენი გზებით გავაკეთოთ რაღაც.

ამის გაცნობიერება ნამდვილად დამეხმარა! როდესაც იმედგაცრუება მიპყრობს, ვახსენებ ჩემს თავს, რომ ის, რასაც ვაკეთებდი, სინამდვილეში სულიწმინდის ადგილის დაკავების მცდელობა იყო. ვცდილობდი, უმცროსი სულიწმინდა ვყოვილიყავი.

დამოუკიდებლობის სულთან გიწევთ ბრძოლა?  როდესაც უარს ვამბობთ ღმერთზე დაყრდნობაზე, ამით ფაქტობრივად ვამბობთ: „კარგი, ღმერთო, ვაფასებ რომ ჩემთან ხარ, მაგრამ მიყურე, როგორ ვაკეთებ ამას“. ყოველთვის დანდობილნი ვიყოთ ღმერთზე, შეიძლება რთულია,  მაგრამ ეს არის გამარჯვების გასაღები, რომელიც ჩვენი ცხოვრების ყოველ დღეს გვჭირდება.

როდესაც ღმერთმა გვიხსნა, ის უბრალოდ არ დაგვხმარებია და შემდეგ კი ამბობს: „კარგი, ესეც ასე, ახლა შენით უნდა განაგრძო“. მან მარადიულად გვიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მას მივენდობით, ის წინ გაგვიძღვება და დაგვეხმარება.

გალატელთა 5:16 მოგვიწოდებს, რომ განუწყვეტლივ ვიაროთ და ვიცხოვროთ (წმინდა) სულში…  მაშინ შენ, ნამდვილად არ აღასრულებ ხორციელ გულისთქმებს.

დააკვირდით, აქ არ არის ნათქვამი: „გაიმარჯვე ხორცზე დამოუკიდებლად და ამგვარად შენ აღარ აღასრულებ ხორციელ გულისთქმებს“. არა, აქ წერია, რომ ვიცხოვროთ სულიწმინდაში.

შეწყვიტე დამოუკიდებელი ცხოვრება და ნაცვლად ამისა, დაეყრდენი სულიწმინდას. გპირდები, რომ ამას არ ინანებ!

დაიწყე ლოცვ

ღმერთო შენ ხარ ყველაფერი, რაც მე მჭირდება. დამეხმარე, საკუთარ ძალაზე არ ვიყო მინდობილი, არამედ ჩემი რწმენა შენზე დავამყარო და მხოლოდ შენი იმედი ვიქონიო.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon