ღმერთი ყოველივეს სწორ დროს მოახდენს

„რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება [აღსრულდება], არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, [მტკიცედ] დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება“. – აბაკუმი 2:3

თქვენი გულითადი სურვილების აღსრულებას ელოდებით? ლოცულობთ, რომ შიშისაგან და იმ ყველაფრისაგან გათავისუფლდეთ, რაც ხელს გიშლით? გინდათ იხილოთ თქვენი ოცნებების აღსრულება? მეგობრების და ახლობლების გადარჩენაზე ლოცულობთ და ელოდებით, როდის მოხდება ეს? გწამთ, რომ ღმერთი სიუხვეს, კარიერაში წინსვლას, პატივისცემას და სხვადასხვა სახის კურთხევებს გარგუნებთ, რომლებსაც თავის სიტყვაში შეგპირდათ?

იქნებ უკვე დაიღალეთ თქვენს ლოცვებზე პასუხის ლოდინით? თუ უკმაყოფილობის გრძნობას განიცდით და ღმერთს მიმართავთ: „როდის უფალო, როდის?“, მაშინ უნდა გაიაზროთ, რომ ღმერთის მიერ დროის განსაზღვრა ჩვენთვის ხშირად იდუმალი რჩება. ღმერთი ჩვენ განრიგს არ მიყვება. მისი სიტყვა გვპირდება, რომ ის ერთი დღითაც არ დაიგვიანებს. ღმერთი ზრუნავს, რომ ყველაფერი სწორ დროს ხდებოდეს. დროის განსაზღვრა თქვენი საქმე არ არის. თქვენ უბრალოდ უნდა მიიღთ გადაწყვეტილება, რომ არ დანებდებით მანამდე, სანამ ფინიშის ხაზს არ გადაკვეთავთ და სანამ თქვენს ცხოვრებაში ღმერთის ულევი კურთხევების დინება არ იფეთქებს! რაც უფრო მეტად მიენდობით იესოს და რაც უფრო ძლიერ გაამახვილებთ თქვენს ყურადღებას მის სიტყვაზე, მით უფრო ნაყოფიერი და ბედნიერი გახდება თქვენი ცხოვრება. ღმერთის ნდობა – სრულფასოვანი ცხოვრების საწინდარია. რწმენას სიმშვიდე მოაქვს. ამიტომ, ნუღარ იქნებით დეტალებზე ფოკუსირებულები, შეწყვიტეთ ყველაფრის თვლა და მიეცით ღმერთს უფლება მართოს თქვენი ცხოვრება.


დაიწყე ლოცვა

ღმერთო, ვიცი შენს მიერ განსაზღვრული დრო სრულყოფილია, მაშინაც კი, როდესაც მოთმინებას ვკარგავ და ვიღლები. დამეხმარე გენდობოდე შენ და შენს მიერ ჩემთვის განსაზღვრული ცხოვრების გზაზე სიმშვიდეში ვიყო.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon