
„…უფალი ისე არ ხედავს, როგორც კაცი; კაცი მხოლოდ გარეგნობას ხედავს, ხოლო უფალი გულს უყურებს“. – 1 მეფეთა 16:7
წარსულში ვკიცხავდი ხოლმე ადამიანებს მათი ჩაცმულობის გამო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯინსებში ჩაცმული ვერ ვიქადაგებდი, მაგრამ ერთხელ ჩემმა შვილმა მითხრა: „ნუთუ მართლა ფიქრობ, რომ ღმერთის მადლი გადმოდის მათზე ვინც სინთეთიკას იცმევს და არა ჯისნებს?“
მე რამოდენიმე ასეთი „გამოცხადება“ დამჭირდა, რათა დამენახა, თუ რამდენად ვცდებოდი ამ საკითხში. მე რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებს ვემხრებოდი, ღმერთს კი სურდა რომ მე ჩემი გარეგანი განმეახლებინა, რათა უფრო მეტი ადამიანისათვის მიმეტანა მისი სიტყვა. რასაკვირველია, კარგია თუ ლამაზათ ვიცვამთ ეკლესიაში წასვლისას. მაგრამ არსი იმაშია, რომ ჩვენ უპირველეს ყოვლისა არა ჩვენს გარეგან არამედ შინაგან მდგომარეობაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები და არ დავკარგოთ მთავარი მიზანი: ღმერთთან მჭიდრო, პირადი და გახსნილი ურთიერთობის განვითარება.
ღმერთს სურს, რომ ჩვენ მასთან მთელი დღის მანძილზე გვქონდეს ურთიერთობა, იგივენაირად, როგორც ჩვენი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გვაქვს. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გამოვიყურებით. მისთვის მხოლოდ ჭეშმარიტი ურთიერთობაა მნიშვნელოვანი.
რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ ღმერთთან ურთიერთობაში და იყავით მადლიერნი ყველაფრისთვის, რაც მან თქვენს ცხოვრებაში გააკეთა. განავითარეთ და გააღრმავეთ თქვენი ურთიერთობა მასთან.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, დამეხმარე ვიქონიო შენი მიდგომა ადამიანების გარეგნობისადმი. დამეხმარე არ განვიკითხო ისინი იმის მიხედვით, იცვამენ ჩემი გემოვნებისამებრ თუ არა. დამეხმარე განვავითარო შენთან ღრმა და პირადი ურთიერთობები.