შემეცნება უმწიკვლო სინდისის საწინდარია

„ამიტომ ვცდილობ და ვწრთვნი საკუთარ თავს [ვაკონტროლებ ჩემ სხეულს, ვაკვდინებ ხორციელ მადას და ქვეყნიურ ვნებებს, ყოველმხვრივ ვცდილობ], ყოველთვის უმწიკვლო (შეურყევი, უდანაშაულო)  სინდისით ვიყო ღვთისა და კაცთა წინაშე“. –  მოციქულთა საქმეები 24:16

უმნიშვნელოვანესია ჩვენი სინდისის სისუფთავეში შენახვა, რადგან ვერაფერი დაგაკარგვინებს ცხოვრებისეულ სიხარულს, როგორც დანაშაულის გრძნობა.

მოციქულთა საქმეების წიგნში, პავლე მოციქულმა თქვა, რომ ის საკუთარი თავის გაწვრთნას ცდილობდა, თავს არიდებდა ხორციელ ვნებებს, რათა შეძლებოდა უმწიკლო სინდისით და დანაშანულის გრძნობის გარეშე ყოფილიყო ღვთის წინაშე. იგივე გვეხება ჩვენც. მტკიცე და სუფთა სინდისის ქონა თავისუფლებაში გვამყოფებს და ბედნიერებას გვინარჩუნებს.

გასაგებად ჟღერს, როდესაც ზუსტ, სწორ და არასწორ საკითხებზე ვსაუბრობთ. მაგრამ, რას იტყვით თქვენი ცხოვრების „ნაცრისფერ“ საკითხებზე? როგორ შევინარჩუნოთ სინდისი სუფთა იმ საკითხების გადაჭრაში, სადაც არ გვესმის რა არის სწორი და რა არა? ვაი და გაუაზრებლად შევცოდოთ? აღმოვაჩინე, რომ ღმერთის ხმისადმის მგრძნობელობა, რომელიც წინჭვრეტის უნარს გვაძლევს – ამ საკითხის გადაჭრის საუკეთესო გზაა.

წინჭვრეტა – სულიერი გონიერებაა, რაც სუფთა სინდისით ცხოვრების საიდუმლოს წარმოადგენს. ამას წრთვნა სჭირდება, რაც ძირითადად ჩვენი გულებისადმი მგრძნობელობის განვითარებას წარმოადგენს. ღმერთი აუცილებლად გეტყვის, როდის არ უნდა გააკეთო გარკვეული რამ, რადგან მან იცის, რომ ეს ქმედება შემდგომში სინანულის და დანაშაულის გრძნობას მოგიტანს.

მოგიხმობ, იცხოვრო ისეთი გზით, რომ შენი სინდისი მაქსიმალურ სისუფთავეში შეინარჩუნო. არ გააკეთო ის, რაც იცი, რომ არ უნდა გააკეთო და მიენდე ღმერთის წინჭვრეტას იმ დროს, როდესაც ზუსტად არ იცი, როგორ მოიქცე. ის არასწორ გზაზე არასოდეს გაგიძღვება.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მადლობას გიხდი შენი წინჭვრეტისათვის. გთხოვ, დამეხმარე ყურადღებით ვიყო შენი წყნარი, მშვიდი ხმისადმი, რომელიც ჩემს გულში მელაპარაკება, რათა ისეთი გზით ვიცხოვრო, რომ ჩემი სინდისი თავისუფალი და შენს წინაშე სუფთა იყოს.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon