წუწუნი ცოდვაა!

„შედით მის კარიბჭეში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში – ქება-დიდებით; მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი!“ –  ფსალმუნი 99:4

ეფესელთა 4:29-ში მოციქული პავლე გვასწავლის, რომ არ ვისაუბროთ უშვერი ან ბინძური სიტყვებით. რაღაც დროის განმავლობაში, ვერ ვაცნობიერებდი, რომ ეს მოიცავს წუწუნსაც. მას შემდეგ მივხვდი, რომ ბუზღუნი და წუწუნი აბინძურებს ჩვენს ცხოვრებას.

წუწუნი ცოდვაა! ეს ადამიანებს უამრავ პრობლემას უქმნის და ყველას უქრობს მათი მოსმენის სურვილს.

ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ თუ რამდენად სწრაფად ვკარგავთ მოთმინებას და ვიწყებთ პრეტენზიების გამოთქმას, როდესაც საცობში ვხვდებით, ან მაღაზიის რიგში გვიწევს დიდხანს მოცდა? რამდენად სწრაფად ვხედავთ და მივუთითებთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ყველა შეცდომაზე? გამუდმებით ვწუწუნებთ ჩვენს სამსახურზე, როცა ამის ნაცვლად, მადლობას უნდა ვწირავდეთ ღმერთს, რომ საერთოდ გაგვაჩნია ის?

წუწუნის დაძლევის საუკეთესო საშუალება მადლიერებაა. ჭეშმარიტად მადლიერი ადამიანები არ წუწუნებენ. ისინი იმდენად დაკავებულნი არიან მადლიერებით იმ კარგი რაღაცების გამო, რაც გააჩნიათ, რომ დრო არ რჩებათ იმის შესამჩნევად, რაზეც შეიძლება იწუწუნონ.

ბიბლია ამბობს, რომ ღმერთის ჭიშკრებში უნდა შევიდეთ ქება-დიდებითა და მადლიერებით, მე და შენ გვჭირდება, რომ ყოველდღიურ მიზნად დავისახოთ მადლიერებით ცხოვრება. მოდით, მაქსიმალურად პოზიტიურები და მადლიერები ვიყოთ.

სცადე, რომ დაძინებამდე დაფიქრდე ყველაფერზე, რისთვისაც შეგიძლია მადლიერი იყო და ასევე, ეს იყოს პირველი რამ, რასაც დილით გაღვიძებისას გააკეთებ. მადლიერი იყავი ღმერთის ყველა „მცირე“ კურთხევისათვის და იმისათვის, რასაც ჩვეულებრივ რამედ მიიჩნევ: თავისუფალი ადგილი პარკინგისთვის, სამსახურში წასასვლელად დროულად გაღვიძებისათვის, საკვებისათვის, ოჯახისათვის და ა.შ. ნუ დანაღვლიანდები თუ ჩავარდნა გექნება, ნუ შეწყვეტ ღმერთის მადლიერებას, განაგრძე, სანამ არ გამოიმუშავებ ახალ ჩვევას – ყოველ ახალ დღეს მადლიერებით აღსავსე გულით შეხვდე.

იყავით უხვი მადლიერებაში, ეს უფრო ტკბილს გახდის თქვენს ურთიერთობას უფალთან.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, ამიერიდან მადლიერებით სავსე გულით მინდა ვიცხოვრო! მთელი გულით მადლობას გიხდი შენი სიყვარულისთვის და ყოველი კურთხევისათვის. დამეხმარე, ყურადღება ჩემს ცხოვრებაში არსებულ პოზიტიურ საკითხებზე გავამახვილო და მათთვის მადლიერი ვიყო.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon