
„…გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“. – რომაელთა 12:2 (NLT)
თუ გაგიგია ვინმეზე ნათქვამი: „განსაკუთრებული გონების პატრონია!“ ჩვენ გონებას აქვს სწავლის, შემოქმედების, აზროვნების, ზრდის და განვითარების უსაზღვრო უნარი, რომლის ფუჭად დაკარგვა ცოდვაა, თუ ჩვენ მას არ ვიყენებთ და ამ პოტენციალს ფუჭად ვკარგავთ.
იყო დრო, როდესაც მრავალი ზიანის მომტან ფიქრს ჩემში მკვიდრობის უფლებას ვაძლევდი – ნეგატიური ფიქრები, შფოთვა, დანაშაულის გრძნობა და უპატიებლობა. იმ დროს არ მესმოდა, რომ მე ჩემი ფიქრების კონტროლი და არჩევა შემეძლო, რომლებსაც დადებითი ზეგავლენა ექნებოდა ჩემზე და რომლებზეც მსურდა ფოკუსირება.
ვერ ვხვდებოდი, რომ თუკი ვიაზრებდი, რომ რაღაც ფიქრი არამართებული იყო, მე მისი შეჩერების და შეწყვეტის ძალაუფლება გამაჩნდა. ჩემთვის არავის აუხსნია, რომ თავად შემეძლო ამერჩია, რაზე მეფიქრა. შენთვის თუ აუხსნიათ? თუ არა, მაშინ დღეს მე გეტყვი, რომ შენ გაგაჩნია იმის ძალაუფლება, რომ არ მისცე ფიქრებს შენი კონტროლის საშუალება. შენ თავად შეგიძლია აირჩიო ღვთისნიერი ფიქრები და მათზე მოახდინო ფოკუსირება!
რომაელთა 12:2-ში ნათქვამია, რომ ღმერთი ჩვენ ჩვენი გონების განახლებით, ანუ ჩვენი ფიქრების ცვლილების მეშვეობით გარდაგვსახავს, ანუ შეგვცვლის. ღმერთს შენი დახმარება სურს შენს გონებასთან ბრძოლაში. საინტერესოა, პრაქტიკაში როგორია ეს?
გაგიზიარებ იმას, რაც არაერთხელ დამეხმარა მე და დარწმუნებული ვარ შენც აუცილებლად დაგეხმარება: შემდეგ ჯერზე, როდესაც შენს გონებაში ბრძოლა გაიმართება, მოგიწოდებ შეჩერდე და რაიმე კონკრეტულზე დაფიქრდე, რისთვისაც ღმერთის მადლიერი ხარ. ხმამაღლა უთხარი უფალს, რამდენად მადლიერი ხარ მისი სიკეთისათვის და ყველა იმ უთვალავი კურთხევისათვის, რომლითაც მან შენი ცხოვრება აღავსო. თუ გულმოდგინედ ეცდები ყოველ ჯერზე მადლიერება გამოხატო ღმერთის მიმართ, დაინახავ, რომ შენ ცხოვრებაში სხვადასხვა სახის ცვლილებები განხორციელდება და ის ნელ ნელა გაუმჯობესდება.
იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ ღმერთის მიერ შენთვის ბოძებულ ძალაუფლებას შეიცნობ და ყოველ დღე, ფიქრებში ღმერთის შენდამი ულევი სიყვარულით იქნები აღვსილი!
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, მინდა შენი ძალაუფლება განვიცადო ჩემს ფიქრებში. დღეს არჩევანს ვაკეთებ შენს სიკეთეზე და ჩემდამი სიყვარულზე გავამახვილო ჩემი ყურადღება. რა სახის უარყოფითი ფიქრები არ უნდა მეწვიოს, ვიცი და მწამს, რომ შენ დიდებული და ყველა ნეგატიურ ფიქრზე ძლიერი ხარ.