მარტო არასდროს არ ხარ

„თავად უფალი ივლის შენს წინ, ის იქნება შენთან, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს, ნუ შეგეშინდება და ნუ დაფრთხები“. – მე-2 რჯული 31:8 (NKJV)

მარტოსულობა და მწუხარება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელსაც ადამიანები განიცდიან.  ეს ორი რამ, ხშირად დაკავშირებულია ერთმანეთთან, ბევრი ადამიანი იმყოფება მწუხარებაში იმის გამო, რომ მარტოსულია. ჩვენს მსახურებაში, ხშირად ვიღებთ წერილებს იმ ადამიანებისგან, რომლებიც მარტოსულობით იტანჯებიან.

ღმერთის სიტყვა ნათლად გვეუბნება, რომ მარტონი არ ვართ. ღმერთს სურს, რომ გვიხსნას, გვანუგეშოს და განგვკურნოს, მაგრამ როდესაც ცხოვრებაში მტკივნეულ დანაკარგს განვიცდით, ამ მარტივ ჭეშმარიტებასაც კი ვკარგავთ მხედველობის არედან.

სატანას სურს, დაგაჯეროს, რომ მარტო ხარ. დაგაჯეროს, რომ არავის ესმის რას განიცდი, მაგრამ ის გატყუებს. გარდა იმისა, რომ ღმერთი შენთანაა, ბევრ ქრისტეს მიერ დასა და ძმას ესმის რას განიცდი სულიერად და ემოციურად (იხილე 2 კორინთელთა 1:3-4).

შენ მარტო არ ხარ და არც არასოდეს იქნები, მნიშვნელობა არ აქვს რა გიპირისპირდება.

შეიძლება ბევრი რამ არ გესმის, როდესაც გულნატკენი ხარ და დანაკარგის ტკივილი სულს გიხლეჩს, მაგრამ იცოდე და ჩაეჭიდე ამ ერთ ჭეშმარიტებას – ღმერთს უყვარხარ და მას კარგი მომავალი აქვს შენთვის. გქონდეს მისი იმედი და ენდე რომ შენს მწუხარებას სიხარულად აქცევს (იხილე ესაია 61:1-3).

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, ჩემი გლოვისა და მარტოობის გამო ყოველთვის სიმართლეს ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი, რომ შენ არასოდეს მიმატოვებ. გთხოვ, დამეხმარე მახსოვდეს, რომ შენ მუდამ ჩემთან ხარ და დამამეეგობრე ქრისტიან ადამიანებს, რომლებიც შენთან ურთიერთობისაკენ მომიწოდებენ და გამამხნევებენ.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon