ღმერთს შეუძლია გიხსნას

„თქვა დავითმა: “უფალი, რომელმაც ლომისა და დათვისგან მიხსნა, ამ ფილისტიმელისგანაც მიხსნის!” მიუგო სულმა დავითს: “წადი და უფალი იყოს შენთან“. – 1 მეფეთა 17:37

კრიზისში ყოფნისას, მარტივია ვიფიქროთ, რომ ღმერთი ვერ გვიხსნის, ასეთ დროს რწმენის გასაძლიერებლად გაიხსენეთ ბიბლიური ისტორიები, რომლებშიც ღმერთი იხსნიდა თავის შვილებს. 1 სამუელის 17:37-ში დავითმა იცოდა, რომ ღმერთი დაიხსნიდა მას გოლიათისგან, რადგან მანამდე დათვისგან და ლომისგან იხსნა იგი. დანიელის მესამე თავში, შედრაქი, მეშაქი და ყაბედნეგო არ დაემორჩილნენ მეფის ბრძანებას და თაყვანი არ სცეს კერპს, პირიქით უფლის თაყვანისცემა განაგრძეს. ამის გამო ისინი ჩვეულზე 7-ჯერ მეტად გავარვარებულ ღუმელში შეაგდეს, თუმცა ღმერთმა დაიხსნა ისინი ღუმელიდან ისე, რომ კვამლის სუნიც კი არ ასდიოდათ, უფრო მეტიც, უფალი მათთან ერთად იყო ცეცხლში.

დანიელი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ღმერთს სურს და შეუძლია კიდეც ჩვენი ხსნა. ლომების ხაროში ჩაგდებული დანიელი ლოცულობდა და უვნებელიც გამოვიდა ამ მდგომარეობიდან, მისი მტრები კი სრულიად განადგურდნენ (იხილე დანიელი 6).

შეამჩნიეთ მთავარი პრინციპი? როდესაც ხალხი რწმენით დგამს ნაბიჯს იმის გასაკეთებლად, რაც იციან რომ უფალს სურს გააკეთონ – ღმერთი პასუხობს მათ და აძლევს გამარჯვებას. ღმერთს შეუძლია თავისი შვილების დახსნა ნებისმიერი მდგომარეობიდან.

იცოდე დღეს, რომ მისი მხსნელი ძალა ბევრად დიდია, ვიდრე შენი პრობლემა.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, კვლავ და კვლავ შენს შვილებს სირთლეებისაგან იხსნი და ვიცი, რომ არც ახლა მოიქცევი სხვაგვარად. შენ ძალგიცს ჩემს ვითარებასთან გამკლავება, ამიტომ შენ მოგენდობი.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon