
„ხოლო ყოველივე ამას [ნიჭებს, მიღწევებს, შესაძლებლობებს] აკეთებს ერთი და იგივე [წმინდა] სული, რომელიც თითოეულს საკუთრივ [თავისი ნებისამებრ] უნაწილებს, როგორც ნებავს“. – 1 კორინთელთა 12:11
ადამიანები ხშირად მეკითხებიან, როგორ აღმოაჩინონ და განავითარონ ღმერთისგან ბოძებული უნარები. გაგიზიარებთ რამოდენიმე მარტივ ნაბიჯს ჩემი გამოცდილებიდან:
- შენი ყურადღება ღმერთისგან ბოძებულ ძლიერ მხარეებზე გაამახვილე. მათზე კონცენტრირება დაგეხმარება იმ მისიის აღსრულებაში, რომლისკენაც ღმერთმა მოგიწოდა.
- ავარჯიშე შენი უნარი. იპოვე ის, რისი კეთებაც მოგწონს და კარგად გამოგდის და გააკეთე ის კიდევ და კიდევ. გაინტერესებს რა მოხდება? თავს უკეთესად იგრძნობ, რადგან არ გექნება მარცხის განცდა.
- გქონდეს გაბედულება, რომ განსხვავებული იყო. ბედნიერების განცდას ვკარგავთ, როცა ვცდილობთ სხვების მსგავსი ვიყოთ, ნაცვლად იმისა, რომ ხაზს ვუსვამდეთ საკუთარ უნიკალურობას.
- ისწავლე კრიტიკასთან გამკლავება. გქონდეს საკმარისი თავდაჯერებულობა იმის გათვალისწინებით, თუ ვინ ხარ ქრისტეში, რათა შეძლო იყო ღია და საჭიროების შემთხვევაში შეიცვალო. გათავისუფლდი შეგრძნებისაგან, რომ აუცილებლად სხვების შეხედულებებს უნდა ეთანხმებოდე ან მათ მოწონებას იმსახურებდე.
ღმერთმა დიდებული რამ ჩადო შენში! მოდით, დღეს იყოს დიდი თავგადასავალის დასაწყისი, გადადგით ნაბიჯი და დაიწყეთ ღმერთისგან ბოძებული უნარების გამოყენება.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, მინდა შენს მიერ ჩემთვის ბოძებული უნარები განვავითარო. მომეცი სიმამაცე ბოლომდე გამოგყვე და განვავითარო ის შესაძლებლობები, რაც შენ ჩემში ჩადე.