იყავი ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი

„მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როცა ჭეშმარიტი (ნამდვილი) თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“. – იოანეს 4:23

თაყვანისცემა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სიმღერა. ეს არის გულისა და გონების მდგომარეობა და ჩვენ შეგვიძლია ღმერთს თაყვანი ვცეთ, ერთი ნოტის აღების გარეშეც კი. უფლისადმი ჩვენი თაყვანისცემა იბადება ჩვენს გულებში, ის აღავსებს ჩვენს ფიქრებს და გამოიხატება ჩვენი სიტყვებისა და ცხოვრების წესის მეშვეობით.

ადამიანები ხშირად თაყვანისცემას „რელიგიად“ აღიქვამენ, რაც თაყვანისცემის ბიბლიური კონცეფციისაგან შორს დგას. ეს არის პირადი ურთიერთობა და ერთგულების მგზნებარე გამოხატულება იმ ადამიანებისგან, ვისაც მთელი გულით უყვართ უფალი. ეს არის ჭეშმარიტი თაყვანისცემა.

ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთი ეძებს თაყვანისმცემლებს, რომლების თაყვანს სცემენ მას „სულითა და ჭეშმარიტებით“ .

მას არ სურს ვიღაც, ვინც უბრალოდ თაყვანს სცემს. მას სურს ადამიანები, რომლებიც ნამდვილად გულწრფელად ცხოვრობენ მის ჭეშმარიტებაში. მას არ სურს, რომ თაყვანს სცემდნენ შიშის, ვალდებულების ან რელიგიის გამო.

ნამდვილი თაყვანისცემა არის ღმერთთან ღრმა, პირადი ურთიერთობის შედეგი. თაყვანი ეცი დღეს უფალს მთელი შენი გულით და იყავი  მისი თაყვანისმცემელი სულითა და ჭეშმარიტებით!

დაიწყე ლოცვა

უფალო, არ მინდა მხოლოდ სიტყვებით გამოვხატო ჩემი თაყვანისცემა. როგორც ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი ჩემს ცხოვრებას გიძღვნი და პირად ურთიერთობაში გიერთდები. შენ განსაკუთრებით კეთილი ხარ ჩემდამი და მინდა „სულითა და ჭეშმარიტებით“ გეთაყვანო.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon