მადლიერება ტანჯვის ჟამს

„მადლიერნი იყავით [ღმერთის] ყველაფრისათვის [მიუხედავად გარემოებებისა, დარჩით მადლიერნი და მადლიერება აღავლინეთ], ვინაიდან ეს არის თქვენს მიმართ ღვთის ნება [მათთვის, ვინც არის] ქრისტე იესოში [რომელიც ამ ნების განმცხადებელი და მედიატორია]“. – 1 თესალონიკელთა 5:18

ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ყოველთვის მადლიერნი ვიყოთ. ეს ადვილია მაშინ, როცა ღმერთი ჩვენს ლოცვებს პასუხობს და პრობლემებისგან გვიხსნის, მაგრამ ეს არც ისე იოლია, როცა ყველაფერი ცუდად მიდის. მაშ, როგორ უნდა დავრჩეთ მადლიერნი ტანჯვისა და ტკივილის ჟამს?

ჩვენ ორი არჩევანი გვაქვს. პირველი არის ის, რომ ვადიდოთ ღმერთი, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ანუ  განსაცდელისა და სირთულეების დროს შეგვიძლია ვიხაროთ ჩვენს მიმართ ღმერთის მუდმივი სიყვარულისა და ერთგულების გამო.

მეორე არჩევანი კი ის არის, რომ შევეკითხოთ ღმერთს: „უფალო, რა შემიძლია ვისწავლო აქედან? რა გაკვეთილი შემიძლია მივიღო შექმნილი სიტუაციიდან, რათა უფრო ახლოს ვიყო შენთან და უფრო ვისიამოვნო შენი სიკეთით?“ ეს შეკითხვები არ არის მარტივი და ხშირად მათზე პასუხიც რთული მოსასმენია.

ზოგჯერ, ცხოვრების მნიშვნელოვანი გაკვეთილები შეგვიძლია მივიღოთ სირთულეების გავლისას. მადლობა ღმერთს, რომ ხშირად სირთულეები უკეთესობისკენ მიგვიძღვის.

განსაცდელის ჟამს, მადლიერება განუცხადე ღმერთს და მიენდე მას, რომ უკეთესობისკენ წაგიძღვეს.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მადლიერი ვარ შენი სიყვარულისათვის და სულგრძელობისათვის. მაპატიე, რომ სირთულის ჟამს ვწუწუნებ და გთხოვ, ასეთ დროს შემახსენე, რამდენი სიკეთე  გამაჩნია ამ ცხოვრებაში. მინდა, რომ გამუდმებით ვხარობდე შენში.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon