
„და უთხრა უფალმა აბრამს [ჰარანში]: “[შენივე სიკეთისათვის] დატოვე შენი ქვეყანა, შენი შობის ადგილი და შენი მამის სახლი, და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც (მე) გიჩვენებ“. – დაბადება 12:1
ბიბლია მოგვითხრობს ადამიანზე, სახელად აბრაამი, რომელიც საკუთარი შიშის მიუხედავად ღმერთს მიენდო.
როგორ იგრძნობდი თავს, თუ ღმერთი გეტყოდა, რომ უნდა დატოვო სახლი, ოჯახი და ყველაფერი, რაც შენთვის ნაცნობი და კომფორტულია და წახვიდე უცნობი მიმართულებით? შიში მოგიცავდა? სწორედ ამის გაკეთება უთხრა ღმერთმა, რამაც შეაშინა აბრაამი, მაგრამ ღვთის სიტყვა მისდამი იყო „ნუ გეშინია“.
ხშირად ვფიქრობთ, რომ რაღაცის გასაკეთებლად იქამდე უნდა მოვიცადოთ, სანამ შიში არ გაქრება, მაგრამ თუ ასე მოვიქეცით, ალბათ ძალიან მცირედის მიღწევას შევძლებთ ღმერთისთვის, სხვა ადამიანებისთვის და საკუთარი თავისთვისაც კი. აბრაამს უნდა გადაედგა რწმენის ნაბიჯი და შიშის მიუხედავად დამორჩილებოდა ღმერთს.
თუ აბრაამი შიშის წინაშე მოიდრეკდა მუხლს, იგი ვერასოდეს შეძლებდა საკუთარი დანიშნულების შესრულებას, ვერ გახდებოდა ისეთი, როგორადაც ღმერთმა შექმნა – მრავალი ერის მამა.
შიშში ყოფნა აბრკოლებს ღვთის საუკეთესო გეგმას შენს ცხოვრებაში. ამიტომ, გააკეთე ის, რაც უფალს სურს, თუნდაც ამის გაკეთება შეშინებულს მოგიწიოს! მაშინ აბრაამივით აღმოაჩენ, რომ საზღაური დიდია.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, შენ ერთგული იყავი აბრაამისა, როდესაც ის, შიშის მიუხედავად შენი ერთგული და შენი მორჩილი დარჩა. მეც ვიღებ გადაწყვეტილებას, წინ აღვუდგე შიშს და გავაკეთო ყველაფერი ის, რასაც შენ მომიწოდებ.