„ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის [სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ]…“. – 2 კორინთელთა 10:4
იცოდით, რომ ყოველდღიურად ბრძოლაში ვიმყოფებით? გარშემო ტანჯვებს რომ ვუყურებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბრძოლები მხოლოდ გარედან იმართება, მაგრამ სინამდვილეში, შინაგანად ხდება – ბრძოლის ველი ჩვენს გონებაშია.
როდესაც ვერ ვახერხებთ ბრძოლის ველის ამოცნობას, მაშინ ჩვენ ვერც მტრის იდენტიფიცირებას შევძლებთ. როგორც წესი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხალხი, ფული, რელიგია ან „სისტემა“ არის პრობლემა და სანამ გონებას არ განვიახლებთ, არსებობს რისკი, რომ გავაგრძელებთ ტყუილის დაჯერებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს სიცრუეზე დაყრდნობით მივიღებთ.
ყოველდღიურად ჩვენი გონება შემაწუხებელი აზრების, უნდობლობის, ეჭვებისა და შიშის შეუჩერებელი ნაკადით ივსება. ერთ მათგანსაც კი შეუძლია მარცხი და განადგურება გამოიწვიოს, ღვთის ჭეშმარიტებაზე ორიენტირებას კი გამარჯვება და სიხარული მოაქვს.
შეიძლება შენს ცხოვრებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე არსებობდეს, რომელიც საჭირებს დანგრევას. ნება მომეცი გაგამხნევო იმის შეხსენებით, რომ ღმერთი შენს მხარეს არის. ბრძოლა მიმდინარეობს და შენი გონება ბრძოლის ველია, მაგრამ სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ღმერთი შენს მხარეს იბრძვის!
დაიწყე ლოცვა
სულოწმინდაო, არ მინდა მოვტყუვდე და უგულველვყო ჭეშმარიტი ბრძოლის ველი, რომელიც ჩემს გონებაში მიმდინარეობს. ფხიზლად მამყოფე, რათა სწორად ვიბრძოლო. შეუძლებელია დავმარცხდე, როდესაც შენ ჩემს გვერდით იმყოფები!