
„ამ მიზეზით შეგახსენებ გააღვივო (შენში არსებული ცეცხლის ნაკვერცხალი, რათა არ ჩაქრეს) [წყალობით ბოძებული] ღვთის ნიჭი [შენში არსებული ცეცხლი], რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში“. – 2 ტიმოთეს 1:6
ღმერთის სიყვარული უსასრულო და მარადიულია. მახსოვს, როგორი გაოცებული და აღფრთოვანებული ვიყავი, როცა ღმერთმა თავისი სიყვარული გამომიცხადა. ისეთი განცდა მქონდა, რომ ჩემგან ამოხეთქავდა.
მაგრამ, გარკვეული დროის შემდეგ, მივეჩვიე, რომ ღმერთს ვუყვარდი და აღარ განვიცდიდი ისეთ აღფრთოვანებას.
განგიცდია მსგავსი რამ? ახლა ხომ არ განიცდი? პავლემ უთხრა ტიმოთეს, რომ გააღვივოს ის, რაც უკვე მიიღო. პავლე მოციქულის გზავნილი ტიმოთესადმი, არის ღმერთის გზავნილი შენდამი: „გააღვივე ის რაც მიიღე!“ შეწყვიტე ცხოვრება დაღლილობით, რომ ყველაფერი იგივეა და ძველია.
გვჭირდება, რომ კარგად დავიმახსოვროთ ეს: ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მივუდგეთ ცხოვრებას ჟინით, სანამ ეს იქცევა გრძნობად.
ასე რომ დღესვე მიიღე გადაწყვეტილება, რომ შემოქმედთან ურთიერთობით აღფრთოვანებული გაიღვიძებ ყოველ დილით. გაამხნევე საკუთარი თავი და იცხოვრე უფლით აღფრთოვანებულმა.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, მინდა გამუდმებით ვიყო შენით გაოცებული! არ ვიცხოვრებ შენსკენ სწრაფვის გარეშე. შენი ცნობა დიდებულია და ახლა ვირჩევ ვიცხოვრო ჩვენი ურთიერთობის სიხარულით გულანთებულმა.