გასუფთავებული ჭურჭელი

„ამრიგად, ვინც ამათგან გასუფთავდება, ის იქნება პატივდებული ჭურჭელი, განწმედილი და ხელმწიფისათვის სახმარი, გამზადებული ყოველი კეთილი საქმისათვის“. – 2 ტიმოთეს 2:21 (NIV)

ბიბლია თიხის, ანუ მსხვრევად ჭურჭლებს გვიწოდებს (იხილე 2 კორინთელთა 4:7). მექოთნის ხელით შექმნილი კერამიკის ჭურჭელივით, ჩვენც თიხისაგან ვართ შექმნილნი (იხილე ესაიას 64:8). დაბადების 2:7-ის თანახმად, ღმერთმა ადამი მიწის მტვერისაგან შექმნა. 102 ფსალმუნის მე-14 მუხლი კი გვეუბნება, რომ ღმერთმა „იცის ჩვენი აგებულება, [გულით] ახსოვს, რომ მტვრისგან ვართ“.

მიუხედავად ჩვენი სისუსტეებისა და არასრულყოფილებისა, თუ ჩვენს ჭურჭელს (ანუ საკუთარ თავს) ღმერთის სიტყვით ვავსებთ, მისი კურთხევების მატარებლები ვხდებით და საკითარ თავს მის მსახურებას ვუძღვნით. უფლისათვის ყოველი ჩენთაგანი ძვირფასია. ღმერთს დამსხვრეული ჭურჭლის გამოყენებაც შეუძლია!

ამისათვის, ჩვენ უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის ღმერთისადმი მიძღვნა გვჭირდება! 2 ტიმოთეს 2:21 გვახსენებს, რომ „ვინც ამათგან გასუფთავდება [განიწმინდება უწმინდურობისაგან და გამოეყოფა შეურაწმყოფელ და დამაბინძურებელ ზეგავლენას], [ამის შემდეგ] ის [თავად] იქნება პატივდებული ჭურჭელი, განწმედილი და ხელმწიფისათვის სახმარი, გამზადებული ყოველი კეთილი საქმისათვის“.

თუ დღეიდან შენ ღმერთისადმი მიძღვნილი ჭურჭელი გახდები, ის შენი ცხოვრების მეშვეობით დიდებულ საქმეებს განახორციელებს.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მე შენი ვარ და შენი გამოყენებისათვის მიძღვნილი ჭურჭელი მინდა გავხდე. ჩემს თავს შენ მოგიძღვნი. მინდა შენი სიტყვით აღვივსო, რათა შენს მიერ ჩემთვის განსაზღვრული ყოველი კეთილი საქმის განხორციელებისათვის მზად ვიყო.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon