მადლიერება ყოველჟამს

„განვადიდებ უფალს ყოველჟამს, გამუდმებით იქნება მისი ქება ჩემს ბაგეებზე“. – ფსალმუნი 33:1

ყველამ ვიცით, რომ მადლიერები უნდა ვიყოთ იმ მრავალი კურთხევისათვის, რომელიც ავსებს ჩვენს ცხოვრებას. თავის სიტყვაში ღმერთი გვეუბნება, რომ მადლიერები უნდა ვიყოთ და ჩვენ თავადაც ვიცით, რომ როგორც კი ღმერთის მადლიერების და განდიდების საკითხს სერიოზულად აღვიქვამთ, ჩვენი პრობლემები და სირთულეები ჩვენს მხრებზე თავის სიმძიმეს კარგავენ.

დავითმა თქვა: „განვადიდებ უფალს ყოველჟამს, გამუდმებით იქნება მისი ქება ჩემს ბაგეებზე… მრავალი სიავე ხვდება [გულმოდგინედ] მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი (იხილე ფსალმუნი 33:1, 19).

ეს მადლიერების ძალაა! ის თავისუფლებას გვანიჭებს და ამავდროულად, რაც უფრო მეტად ვარ ღმერთის მადლობლები, უფრო მეტ კურთხევებს ვხედავთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, გაცილებით მეტს, ვიდრე მანამდე ვხედავდით და მათთვისაც ღმერთის მადლიერები უნდა ვიყოთ!

მოგიწოდებთ, რომ მეტი დრო გამოყოთ ღმერთის მადლიერებისათვი! იმდენი რამ გაგვაჩნია, რისთვისაც შეგვიძლია ღმერთისთვის მადლობის გადახდა, ჩვენ უბრალოდ ყოველ დღე უნდა მოვახდინოთ მათზე ფოკუსირება. დაიმახსოვრეთ მეფსალმუნეს შეგონება: „აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი და თაყვანი ეცით მის ფერხთა საყრდენს – წმიდაა იგი!“ (იხილე ფსალმუნი 98:5).

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მადლიერების ძალა დიდებულია. მადლობას გიხდი შენი ყოველდღიური კურთხევებისათვის და იმისათვის, რომ ყოველ დღე მოქმედებ ჩენს ცხოვრებაში. ვიცი, რომ შენს გარეშე არაფერი არ გამაჩნია, ამიტომ მადლიერი ვარ იმ სიკეთისათვის, რომელიც ჩემდამი გამოავლინე.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon