როდესაც სხვებისათვის ლოცვა გიჭირს

„აკურთხებდეთ თქვენს მაწყევრებს და ლოცულობდეთ თქვენსავე შეურაცხმყოფელთათვის, მოუხმეთ ღმერთის კურთხევა (კეთილგანწყობა) მათზე, ვინც შეურაწყოფას გაყენებთ  [ცუდს გისურვებთ, გაყვედრით, გამცირებთ და ვყველანაირად გავიწროვებთ]“. –  ლუკას 6:28

რა რეაქცია გაქვს, როდესაც ვინმე გულს გტკენს? აძლევ თუ არა ამას შენი სიხარულის განადგურების უფლებას? რამდენად ძალგიცს ამ ემოციასთან გამკლავება?

ლუკას 6:28 გვეუბნება, რა უნდა გავაკეთოთ იმ დროს, როდესაც გულს გვატკენენ: უნდა ვილოცოთ იმ ადამიანებზე, ვინც გული გვატკინა და უნდა ვაკურთხოთ ისინი.

„აკურთხებდეთ თქვენს მაწყევრებს და ლოცულობდეთ თქვენსავე შეურაცხმყოფელთათვის“ – ჩვენი ბუნებრივი გულის წადილი არ არის. მაგრამ ღმერთის სიბრძნე ჩვენს სიბრძნეს აღემატება, ამიტომ შესაძლოა ჩვენ ეს არ გვეჩვენებოდეს „მართებულად“, მაგრამ ასე მოქცევა მართებულია, ვინაიდან ამას ღმერთი გვავალებს. მინდა ღმერთისადმი მორჩილება გამოვიჩინო, ამიტომ ვეუბნები მას: „ღმერთო, არ ვარ დარწმუნებული, რომ მინდა ვაკურთხო ჩემი შეურაცმყოფელი ადამიანები, მაგრამ რწმენით ვლოცულობ და გთხოვ აკურთხო ისინი, რადგან შენ ასე მოქცევა დამავალე“.

ლოცვა მათთვის, ვინც გული გვატკინა – ერთ-ერთი ყველაზე რთული დავალებაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როდესაც ვთვლით, რომ ამ ადამიანებმა შეცდომა დაუშვეს და ჩვენს პატიებას არ იმსახურებენ.

მაგრამ ღმერთი მოგვიწოდებს, რომ ხშირად მივუტევოთ. და როდესაც პატიების ბილიკით სიარულს ვირჩევთ, ჩვენ სიმშვიდეს და სიხარულს განვიცდით, რომელიც ღმერთის მორჩილების მეშვეობით მოიპოვება. თუ ღმერთს ემორჩლები, მას შეუძლია დაგეხმაროს გადალახო სხვადასხვა ადამიანების მიერ მოყენებული ტკივილი და გააგრძელო ცხოვრებით ტკბობა.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მიჭირს, მაგრამ მაინც ვლოცულობ მათთვის, ვინც გული მატკინა და გთხოვ, რომ აკურთხო ისინი. დამეხმარე, გავთავისუფლდე ტკივილისაგან და მივუტევო მათ.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon